უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 მარტი, 2024 16:30
font-size

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ქუთაისში განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად.

„რაც შეეხება კორუფციასთან ბრძოლას, ეს არის მუდმივი საქმე. ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, რაც ჩვენ დავისახეთ, ეს არის სწორედ კორუფციასთან ბრძოლა. ამაზე საგანგებო აქცენტები გავაკეთე, როცა მქონდა საპარლამენტო გამოსვლა. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, კორუფციასთან ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და მომავალშიც ყველა სახელმწიფო უწყება, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იმოქმედებს ამ მიზნის შესაბამისად.

სახელმწიფო სისტემა არის ძალიან მსხვილი სუბიექტი, სადაც მუშაობს ათიათასობით ადამიანი და არ არსებობს ქვეყანა, სადაც არ გვაქვს კორუფციის შემთხვევები. ისეთი ქვეყნებიც კი, როგორებიც არიან მოწინავეები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, მაგალითად, როგორიც არიან სკანდინავიის ქვეყნები და ა.შ. იქაც კი აქვთ კორუფცია სხვადასხვა დონეზე. შესაბამისად, აქ საუბარი მინისტრის პასუხისმგებლობაზე, მე მგონია, რომ აბსოლუტურად არასწორია. კონკრეტული სავარაუდო დანაშაული გაიხსნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან, სადაც იყო ეჭვი დანაშაულთან დაკავშირებით, შესაბამისი პირების მიმართ დაიწყო სათანადო სამართლებრივი პროცედურები. დანარჩენი ამის მიღმა არის სპეკულაციები“, – განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი