უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

17 თებერვალი, 2018 15:55
font-size

ჩვენი მისწრაფებაა ქვეყანა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს - ლევან იზორია

„ბატონმა მატისმა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ წარმატებულ რეფორმებს, რომელიც ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით მიმდინარეობს, ასევე ხაზგასმით აღნიშნა თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები. ჩვენი მისწრაფება, ქვეყანა ნატოს სრულფასოვანი წევრი გახდეს, ასევე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის პრინციპი და სუვერენიტეტის დაცვა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორის - ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ყოველთვის მაქსიმალურად მხარდაჭერილი იქნება“, - განაცხადა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით აშშ-ის თავდაცვის მდივანთან ჯეიმს მატისთან გამართული შეხვედრის შემდეგ. შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების 54-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.


როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, აშშ-საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა: „ნდობის განსაკუთრებული ხარისხი არსებობს, რისი კონკრეტული გამოხატულებაა ჯაველინების სისტემის გადაცემა საქართველოსთვის, ყველაზე ამბიციური პროექტის განხორციელება და ყველაზე ამბიციური ფინანსური დახმარება, რომელსაც საქართველო ამერიკის შეერთებული შტატებისგან წელს მიიღებს“. მისივე თქმით, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრაზე მკაფიოდ განაცხადა, რომ შემდგომში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები კიდევ უფრო მაღალ ხარისხში გადავა და კიდევ უფრო მეტად იქნება მხარდაჭერილი.

საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აშშ-საქართველოს შორის თანამშრომლობა დადებითად შეაფასა და ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას მართლაც სამაგალითო დინამიკა აქვს ყველა მიმართულებით და მათ შორის თავდაცვის სფეროში, რომელიც შემდგომში მხოლოდ გაღრმავდება და გაფართოვდება. „ამერიკის შეერთებული შტატებისთვის საქართველო არის ყველაზე სანდო პარტნიორი რეგიონში. საქართველო არასდროს იქნება მარტო. საქართველო ყოველთვის იქნება მხარდაჭერილი ჩვენი მთავარი სტარტეგიული პარტნიორის მხრიდან, მათ შორის საერთო საფრთხეებთან გაკლავების თვასლაზრისით“, - განაცხადა ლევან იზორიამ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი