უახლესი ამბები
- 21.10.2025 15:54არც ერთი ჟურნალისტი არ არის დაჭერილი, ეს ორი ადამიანი არის ჩვეულებრივი პარტაქტივი- ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:49თუ ხარ ემიგრანტი, გაუგზავნე გზავნილი საკუთარ თავს და მიიღე პრიზები საქართველოს ბანკის მობილბანკში
- 21.10.2025 15:42პრემიერი რუსთაველის გადაკეტვაზე: მომისმენია პრეტენზიები, რომ კანონი ბოლომდე არ მუშაობს, თუმცა, რეალურად ვხედავთ, რომ კანონი მუშაობს, ვმოქმედებთ ჰუმანურად, მეთოდურად, თუმცა, საბოლოო ჯამში, მიზანი იქნება მიღწეული, უდიდეს უმცირესობას არ მივცემთ საშუალებას, იძალადოს უდიდეს უმრავლესობაზე
- 21.10.2025 15:20იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:17ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 15:12ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
- 21.10.2025 12:57საქართველოს ბანკსა და „ქრონომეტრს“ შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
არქივი
პოლიტიკა


ჩვენი შიდაოპონენტები დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია - სოზარ სუბარი
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ევროკავშირის საბჭოსადმი ევროპარლამენტის მოწოდებას ეხმაურება - საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების მიზნით მოლაპარაკებები რაც შეიძლება მალე, ნოემბრის დასაწყისში დაიწყოს.
როგორც სოზარ სუბარმა მთავრობის სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ვიზალიბერალიზაციის პროცესი აქამდეც უნდა დასრულებულიყო, თუმცა პროცესი საქართველოსგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შეფერხდა.
სუბარის თქმით, ქვეყნის შიდაოპონენტებიც ცდილობდნენ პროცესის შეფერხებას, არაფერი გამოუვიდათ.
,,წლის დასაწყისში საქართველოს უნდა მიეღო ვიზალიბერალიზაცია. ერთადერთი მიზეზი, რის გამოც ეს არ მოხდა და გადაიდო რამოდენიმე თვით, დამოკიდებული იყო არა საქართველოზე, არამედ, იმ მიგრაციულ პროცესებზე, რაც ევროპაში ხდება. თუმცა, აქაც გადალახულია გარკვეული ეტაპი და ყველაფერი მზად არის ვიზალიბერალიზაციისთვის.
თუმცა, მე არ შემიძლია არ შევეხო ჩვენი შიდაოპონენტების ქმედებებს, რომლებიც დადიოდნენ ევროპარლამენტის დერეფნებში და ცდილობდნენ როგორმე საქართველოს არ მიეღო ვიზალიბერალიზაცია, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ მათი გეგმა ასეთია - ან მე, ან არავინ და არაფერი ამ ქვეყანაზე. მათი ეს სურვილები არ შესრულდა. უბრალოდ, მათ კიდევ ერთხელ მოიჭრეს თავი როგორც ქართველი ხალხის, ისე ევროპის საზოგადოების წინაშე“, - განაცხადა სოზარ სუბარმა.
საქართველოსთან დაკავშირებული მოწოდებით, ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებათა, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა (LIBE) ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სლოვაკეთს მიმართა.
მარი ნამგალაძე
საკვანძო სიტყვები:
ჩვენ ვსაუბრობდით ენერგეტიკის სფეროში არსებულ არასწორ პრაქტიკებზე, შესაბამისად, რაც იყო არასწორი, იმას სჭირდება გადახედვა და ვიწყებთ სრულიად ახალი მიდგომით ენერგეტიკული პოლიტიკის წარმოებას, რომელიც იქნება მაქსიმალურად მისაღები - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:38
კვირის ბოლომდე გამოქვეყნდება საკონსტიტუციო სარჩელი, შესაბამისად, გამოქვეყნდება სიაც, გადაწყვეტილებას იღებს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც კომპლექსურად მსჯელობს ყველა თემასთან დაკავშირებით - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:29

იმედი გვაქვს, სამომავლოდ ევროკავშირი გადახედავს საკუთარ დამოკიდებულებას ქართველი ხალხის მიმართ და შესაბამისად, ქართველი ხალხის მიერ არჩეული ხელისუფლების მიმართ - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:20
ევროკავშირის საელჩოში არის ძალიან მძიმე მდგომარეობა, ისინი პირდაპირ მხარს უჭერენ ქვეყანაში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს, ეს უნდა შეიცვალოს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:17

ვერანაირ ღირებულებას ვერ შემატებს გახარია და მისი პარტია პარლამენტს, ვერც ვერაფერს დააკლებს - ირაკლი კობახიძე
21 ოქტომბერი, 2025 , 15:12

შანტაჟის ენა ბრიუსელის დღის წესრიგად არის ქცეული, ვიმედოვნებ ეს ძალიან მალე დასრულდება - ირაკლი კირცხალია
21 ოქტომბერი, 2025 , 12:05