უახლესი ამბები
- 08.03.2021 19:11კახა კალაძე ფარულ ჩანაწერზე: მომდევნო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას გაიგებთ
- 08.03.2021 18:08მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
- 08.03.2021 17:36ყველამ ყველაფერი კარგად იცის, დაავალეს მაშინ ეგინებინათ პატარა ბერა - გია ვოლსკი
- 08.03.2021 16:55მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
- 08.03.2021 16:25„ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად“-ს შინაარსი არ აქვს - ზურაბ ჯაფარიძე
- 08.03.2021 16:25ჩიხში იყვნენ შესულები და მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დამსხდარიყვნენ, მაშინ გამოაგდეს ეს ფალსიფიკაცია - მამუკა მდინარაძე
- 08.03.2021 15:35„ლელო“ ღარიბაშვილის პირისპირ არ დაჯდება – საბა ბუაძე
- 08.03.2021 15:05„ქართულ ოცნებას“ არ მივცემთ შესაძლებლობას, ხელი გაიშვიროს და რაიმე მოგონილი საბაბით ჩაშალოს მოლაპარაკება - გიგი უგულავა
- 08.03.2021 15:05მოლაპარაკების მაგიდასთან ნებისმიერ შემთხვევაში უნდა იყოს ჩვენი თავმჯდომარე ნიკა მელია - ხატია დეკანოიძე
- 08.03.2021 15:05საზოგადოებას ნუ გაახსენებენ იმას, რაც დავიწყებული იყო - მიხეილ ყაველაშვილი
არქივი
საზოგადოება


დადგენილება კერძო და სახელმწიფო სადაზღვეო პაკეტების გამიჯვნის შესახებ არ შეიცვლება - დავით სერგეენკო
საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, მთავრობის მიერ მიღებული 73-ე დადგენილება, რომელიც კერძო დაზღვევისა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტებს ერთმანეთისგან მიჯნავს, არ შეიცვლება.
“მთავრობის მიერ მიღებული დადგენილება ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიცვლება და სადაზღვევო კომპანიებს შეუძლიათ, ეს საკითხი დაივიწყონ”,- განაცხადა სერგეენკომ.
მინისტრის განმარტებით, ახალი წესის მიღების მიზეზი დაზღვევის მქონე პირთა ბაზის განუახლებლობა გახდა.
„2013 წელს მიღებული იყო გადაწყვეტილება, როცა კერძო დაზღვევის მონაწილეები გაემიჯნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეებს და უკვე შეიქმნა მოძველებული ბაზა. მაშინ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს მთავრობისთვის უნდა წარედგინათ 2013 წლამდე არსებული ბაზები, თუმცა ეს არ მოხდა. 2013 წლის შემდეგ უკვე შეიცვალა ძალიან ბევრი რამ. ადამიანების ნაწილმა დაკარგა კერძო დაზღვევა და ვეღარ გახდა საყოველთაო დაზღვევის მონაწილე. რეალურად ისინი არიან დისკრიმინებული ადამიანები და ამ ყველაფრის მიზანი განუახლებელი ბაზები იყო. თუმცა არსებობდნენ ისეთი ადამიანები, რომლებსაც ჰქონდათ კერძო დაზღვევა და გახდნენ საყოველთაო დაზღვევის მონაწილეები. შემდგომ შეიძინეს კერძო დაზღვევა და ორივე ფინანსური უზრუნველყოფა გააჩნდათ. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სადაზღვევო კომპანიებს ჩვენთვის უნდა მოეწოდებინათ განახლებული ბაზები. ჩვენ მათ მივმართავდით თხოვნით, წერილობით, ყველანაირი ფორმით, თუმცა განახლებული ბაზები არ მოგვაწოდეს”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
სერგეენკოს თქმით, სადაზღვეო კომპანიებთან მუდმივი კომუნიკაცია მიმდინარეობდა.
მინისტრის ვარაუდით, სადაზღვეო კომპანიების პროტესტი ფინანსური ინტერესებით შეიძლება იყოს განპირობებული.
„ჩვენი გათვლით, არსებული ნაკლებად გამჭვირვალე სისტემის ხარჯზე ყოველთვიურად სახელმწიფო ბიუჯეტის, ანუ ჯანდაცვის ბიუჯეტიდან მილიონს მოიხმარს სადაზღვევო კომპანიები. ვვარაუდობთ, რომ ეს თანხა ზოგიერთი კომპანიის ანგარიშზე მიდის. ახლა კი, როცა სადაზღვევო ინდუსტრიის ზოგიერთი წარმომადგენელი დეკლარირებს, რომ უნდა მსჯელობა და საკითხის განხილვა, სინამდვილეში ეს არის დროის გაყვანის მცდელობა“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
შეგახსენებთ, რომ დღეს „საქართველოს სადაზღვეო ასოციაციამ“ და სადაზღვეო კომპანიებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მიმართეს მთავრობას, რომ მან გადახედოს მის მიერ მიღებული 73-ე დადგენილება, რომლის თანახმად, ერთმანეთს გაემიჯნება კერძო და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებული სადაზღვეო პაკეტები.
„საქართველოს სადაზღვეო ასოციაციის“ გამგეობის თავჯდომარის, დევი ხეჩინაშვილის თქმით, ასეთი მიდგომა სოციალურ პრობლემას გამოიწვევს, რადგან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლეებს მოუწევთ „ჯიბიდან გადაიხადონ“ იმ სერვისებში, რომლებიც საყოველთაო დაზღვევა არ აფინანსებს. მან ასევე თქვა, რომ ცვლილებას ჯანდაცვის სერვისის გაუმჯობესება არ მოჰყვება.
მთავრობის 73-ე დადგენილების თანახმად, კერძო სადაზღვეო პაკეტების კლიენტები ავტომატურად ეთიშებიან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას. კერძო და საყოველთაო დაზღვევის პროგრამის მომხმარებელთა სია განისაზღვრება 2017 წლის 1 იანვრის მდგომარეობით. თვითონ კანონი 2017 წლის 1 მარტს ამოქმედდება.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
მარტვილის ეპარქიაში დაპირისპირების დროს ხალხი აივნიდან გადმოცვივდა
8 მარტი, 2021 , 18:08
„მომისმინე“ - თბილისსა და 10 სხვა ქალაქში 1000 მშობლის მარში იმართება
8 მარტი, 2021 , 17:45

`გამოდი ღირსებისთვის` - ხვალ მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გაიმართება
8 მარტი, 2021 , 17:06
მანიაკების ოჯახი მართავს დღეს ქვეყანას - ისნის გამგეობის შესასვლელ კართან ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებით სტიკერები გააკრეს
8 მარტი, 2021 , 16:55

ვამბობ ადამიანური მორალისა და ღირსების გაგებით, ჩემთვის ბერა უფრო მსხვერპლია, ვიდრე დამნაშავე - გია ხუხაშვილი
8 მარტი, 2021 , 14:15

საქართველოში სექსუალური ძალადობის შემთხვევები წინა წელთან შედარებით, 5%-ით გაიზარდა - საია
8 მარტი, 2021 , 13:00