უკან
პოლიტიკა
10 ოქტომბერი, 2017 15:30
დაძაბულობა თბილისის საკრებულოსთან
ამ წუთებში თბილისის საკრებულოსთან ჩოჩქოლია. საკრებულოს კომიტეტების სხდომის პარალელურად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აქცია მიმდინარეობს. პარტია და მისი მხარდამჭერები ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული ორი კომპანიისთვის თაბორის მთასა და პუშკინის სკვერთან მდებარე ტერიტორიების გადაცემას აპროტესტებენ. ისინი სკანდირებენ „მონებო“-ს.
ენმ-ის წევრმა თინა ბოკუჩავამ საკრებულოში შესვლას რკინის ჯებირზე გადასვლით ცდილობდა, თუმცა ამის საშუალება სამართალდამცავეებმა არ მისცეს.
საკრებულოში შესვლას ცდილობდნენ „ევროპული საქართველოს“ წევრები, თუმცა პოლიციამ შენობასთან არ შეუშვა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმის ასობით თანამშრომელი.
საკრებულოში 16 საათზე სხდომაა ჩანიშნული.