უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

6 აპრილი, 2017 14:15
font-size

დანაგვიანება არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ - პრემიერი

დანაგვიანება არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.

პრემიერის თქმით, დანაგვიანების მხრივ კატასტროფული ვითარებაა, როგორც ავტობანის მიმდებარე, ისე სხვა ტერიტორიებზე.

„სამწუხაროდ, ჩვენ მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით ვერ ვაღწევთ იმ შედეგს, რომ პოლიეთილენის პარკები თუ სხვა ტიპის ნაგავი არ იყოს მიმოფენილი ჩვენი ქვეყნის ულამაზეს ლანდშაფტზე. ამის თაობაზე წერენ ჩვენი მოქალაქეები, ჩამოსული ტურისტები და ეს არის ძალიან მძიმე პრობლემა, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო კამპანიით, არამედ კომბინირებულად, სანქციებით უნდა მოვაგვაროთ, ისე, როგორც ცივილიზებულ ქვეყნებშია გათვალისწინებული. ეს ჩვენი ღირსების საქმეა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრისგან მოისმინა ინფორმაცია, პრობლემის კომპლექსურად გადაჭრის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

გიგლა აგულაშვილის განმარტებით, შინაგან საქმეთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების წარმომადგენელთა ჩართულობით ჩამოყალიბებული სამუშაო ჯგუფი უახლოეს დღეებში დაასრულებს მუშაობას ერთიან მოდელზე, რომელიც საკანონმდებლო ცვლილებებს, ადმინისტრირების გაუმჯობესებას, საინფორმაციო კამპანიის გააქტიურებას, მოსახლეობის ფართო ფენების, განსაკუთრებით ახალგაზრდების ჩართულობას და ყველა მუნიციპალიტეტს შორის ჯანსაღი კონკურენციის ჩამოყალიბებას გულისხმობს. მინისტრის თქმით, ასევე განხორციელდება ყოველდღიური მონიტორინგი და პროცესის მიმდინარეობის შესახებ მოსახლეობა ინფორმაციას მუდმივად მიიღებს.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ პრობლემის დროული აღმოფხვრა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ზაფხულის ტურისტული სეზონის მოახლოების გათვალისწინებით.

„მე ბევრს ვმოგზაურობ საქართველოს ფარგლებში და მინდა, გავაფრთხილო ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები - ძალიან მწვავე რეაქცია მექნება, თუ არ გვექნება შედეგი რამდენიმე თვეში, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის სახე და საქართველოს მოსახლეობის კულტურის მაჩვენებელი.

ამიტომ, ვერ შევეგუებით იმას, რომ ასეთ მდგომარეობაში იყოს ჩვენი ქვეყნის ბუნება, რომელსაც ყველა უნდა გავუფრთხილდეთ. მინდა, ყველა უწყებას ვთხოვო, მაქსიმალური ყურადღებით მოეკიდონ ამ საკითხს“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი