უახლესი ამბები
- 14.11.2025 19:12მთავრობის გადაწყვეტილებით 2026 წლის პირველი იანვრიდან, სურსათთან შეხებისათვის განკუთვნილი პლასტმასის გარკვეული საგნების რეალიზაცი იკრძალება
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
არქივი
პოლიტიკა
დარწმუნებული ვარ, გედევან ფოფხაძე ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება - გიორგი კახიანი
საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა განაცხადა, რომ გედევან ფოფხაძე უმრავლესობაში დარჩება.
კახიანმა მმართველ გუნდში შესაძლო დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ უმრავლესობის ერთიანობას საფრთხე არ ემუქრება.
„ჩვენ მრავალი წლის განმავლობაში ერთად მოვდივართ. რაღაც ცვლილება შეიძლება მხოლოდ სამართლებრივად მოხდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გედი ფაქტობრივად უმრავლესობაში დარჩება.
რაც შეეხება უმრავლესობაში არსებულ მდგომარეობას, მე მეჩვენება, რომ ტრაგიკული მდგომარეობის დახატვა გადაჭარბებულად ხდება. სინამდვილეში ეს ასე არ არის. უმრავლესობის შიგნით ბევრად უფრო სტაბილური მდგომარეობაა, ვიდრე ამ ბოლო დღეებში გამოჩნდა. უმრავლესობა 116 წევრისგან შედგება და ბუნებრივია, რომ შეიძლება კონკრეტულ პირებს შორის რაღაც უთანხმოება არსებობდეს, მაგრამ არანაირი წინაპირობა იმისა, რომ უმრავლესობის ერთიანობას რაიმე საფრთხე ემუქრება, არ არსებობს“,- უთხრა ჟურნალისტებს კახიანმა.
გუშინ პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად უმცირესობის კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძე აირჩია, რასაც ფოფხაძემ გააპროტესტა. ამის გამო დეპუტატმა უმრავლესობიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
ევროინტეგრაციაზე უარი ჩვენ არ გვითქვამს, თუ მართლა სურს ბრიუსელს, საქართველო ევროკავშირში იხილოს, გზა უნდა გამონახოს, რომ ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებასთან დაიწყოს საუბარი - მაკა ბოჭორიშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:49

