უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

7 ნოემბერი, 2019 12:00
font-size

დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები - ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები

"მოვუწოდებთ ყველა მონაწილეს, დაუყოვნებლივ გაიხსნას დახურული გადასასვლელი პუნქტები. გადასასვლელი პუნქტების დახურვა ამწვავებს ისედაც რთულ სიტუაციას, რაზეც მეტყველებს ბოლო დროინდელი სამედიცინო შემთხვევები, რაც სერიოზულად აისახება კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მოსახლეობაზე”, – ნათქვამია ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეების (გაერო, ეუთო, ევროკავშირი) განცხადებაში.

"ბოლო თვეებმა აჩვენა ადგილზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაციის სერიოზული გაუარესება, რამაც მოსახლეობას შორის შიში გააჩინა. ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმში ყველა მონაწილის ჩართვა აჩვენებს ორმხრივ შეშფოთებასა და დეესკალაციისადმი ყველა მხარის მხარდაჭერას, რასაც თანათავმჯდომარეები მიესალმებიან. თანათავმჯდომარეები და ორგანიზაციები რჩებიან აქტიურად ჩართულნი ჩორჩანა-წნელისის რაიონში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არსებული გამოწვევების გადაწყვეტის ხელშეწყობაში", - აღნიშნულია განცხადებაში.

შეგახსენებთ, ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ შეიქმნა. აღნიშნული დისკუსიების ჩამოყალიბების გადაწყვეტილება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესაბამისად მიიღეს. მას შემდეგ ამ ფორმატის მოლაპარაკებები წელიწადში ოთხ რაუნდად ტარდება.

საქართველოსა და რუსეთის გარდა, მოლაპარაკებებში მონაწილეობას იღებენ აშშ-ს წარმომადგენლები და თანათავმჯდომარეები ეუთოს, ევროკავშივშირის და გაეროს მხრიდან. დისკუსიებში ასევე ჩართულნი არიან ცხინვალის და სოხუმის წარმომადგენლები.

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე - სუს-ი

22 აპრილი, 2024 , 14:11

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბის მიმდებარედ უკანონოდ დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე. მათივე ცნობით, აღნიშნული ინციდენტის

გასულ კვირას ენგურის ხიდზე რუსულნომრიანი სატვირთოების აქტიური მოძრაობა შეინიშნებოდა - `დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი`

22 მარტი, 2024 , 12:02

"დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომ გასულ კვირას ოკუპირებულ გალის რაიონში, ენგურს გაღმა, სამეგრელოს მიმართულებით და უკან, შეინიშნებოდა რუსულნომრიანი სატვირთო მანქანების აქტიური

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - სუს-ი

15 იანვარი, 2024 , 12:42

რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, ოკუპირებულ სოფელ ახმაჯის მიმდებარედ საქართველოს მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს. უწყების მიერ გავრცელებულ

აშშ-ის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა

14 დეკემბერი, 2023 , 15:02

ამერიკის ელჩი, რობინ დანიგანი საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ თვაურების, ოძისისა და გორაკას სოფლებში ადმინისტრაციული გამყოფი ზოლის პატრულირებაზე ელჩი დანიგანი ევროკავში

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე - ხატია დეკანოიძე

11 დეკემბერი, 2023 , 12:09

საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის, თემურ კარბაიას მკვლელობა დასტურია, როგორ ითელება ფეხქვეშ ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ

დღეს ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა

29 ნოემბერი, 2023 , 18:00

დღეს, რამდენიმე საათის განმავლობაში სოფელ ხურვალეთთან საოკუპაციო ძალების გადაადგილება შეინიშნებოდა ,- ინფორმაცია და კადრები ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრმა, დავით ქაცარავამ გაავრცელა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი