უახლესი ამბები
- 14.12.2019 17:55აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია
- 14.12.2019 17:45სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში
- 14.12.2019 17:35სულელურ ინიციატივაზე ლაპარაკს ხვალ ნამდვილად არ ვაპირებთ - ნინო ბურჯანაძე
- 14.12.2019 17:30თბილისის საქალაქო სასამართლო გადაიქცა ოპოზიციის შტაბბინად - გიგი უგულავა
- 14.12.2019 17:17ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?
არქივი
პოლიტიკა


დავით საგანელიძე „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ტოვებს
დეპუტატ თემურ ჭკუასელის შემდეგ „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ საბჭოს „საპარტნიორო ფონდის“ თავმჯდომარე, დავით საგანელიძე ტოვებს. ამის შესახებ საგანელიძემ ჟურნალისტებს უთხრა პოლტსაბჭოს სხდომის დაწყებამდე.
საგანელიძის განმარტებით, ის ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ის ფორმალურად იმყოფება პოლიტსაბჭოში.
„კონკრეტულად არ არის გადაწყვეტილი, რამდენი წევრი იქნება ახალ პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობაში. სწორია, რომ მოხდეს გადახალისება. ახალი სახეებიც აუცილებელია პოლიტიკაში. მე ჩემი პოზიცია გამაჩნია, 2 წელიწადზე მეტია, ფაქტობრივად, არ ვარ პოლიტიკაში. ამ ორ წელიწად-ნახევრის განმავლობაში ფორმალურად პოლიტსაბჭოში ყოფნა არ ნიშნავს პოლიტიკაში ყოფნას, იმიტომ რომ ამ პერიოდის განმავლობაში, რაც ფონდს ვხელმძღვანელობ, არცერთი პოლიტიკური გადაწყვეტილება მე პირადად არ მიმიღია და არც იქნებოდა სწორი. ვხელმძღვანელობ ქვეყნის უმსხვილეს საფინანსო ინსტიტუტს და მიმაჩნია, რომ საფინანსო ინსტიტუტის ხელმძღვანელი აპოლიტიკური უნდა იყოს. ამიტომ მე თვითონ გავაკეთებ დღეს ამ განცხადებას, რომ სჯობს, მე არ ვიყო პოლიტსაბჭოს წევრი“, - თქვა საგანელიძემ.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05