უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

24 თებერვალი, 2020 17:45
font-size

დავით ზალკალიანი ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა.

გამოსვლაში ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ ვითარებაზე.

მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუციის პირდაპირი მოწოდებებისა და უმაღლესი კომისრის განმეორებითი ძალისხმევის მიუხედავად, უმაღლესი კომისრის ოფისი დღემდე ვერ ახერხებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლას, მაშინ, როდესაც ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება მუდმივად უარესდება და ყოველდღიურად ირღვევა ეთნიკური ქართველების ფუნდამენტური უფლებები. აღინიშნა, რომ ორივე რეგიონში გაძლიერებული ეთნიკური დისკრიმინაციის სიცოცხლის, თავისუფლების, საკუთრებისა და ჯანმრთელობის უფლებების დარღვევის, თვითნებური დაკავებებისა და გატაცებების, და მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ფონზე, ადგილობრივი მოსახლეობა მოკლებულია სასიცოცხლოდ აუცილებელ უსაფრთხოების მინიმალურ ზომებს.

„საოკუპაციო რეჟიმის მიერ ახლახან მიღებული გადაწყვეტილება, ცხინვალის რეგიონში საქართველოში წარმოებული და ქართულად მარკირებული მედიკამენტების ამოღებისა და გაყიდვის აკრძალვის დაწყების შესახებ წარმოადგენს ჯანმრთელობის უფლებაზე მიტანილ შემდგომ იერიშს და საფრთხეში აგდებს ადგილობრივი მოსახლეობის სიცოცხლეს“,- განაცხადა მინისტრმა.

თავის გამოსვლაში მინისტრმა ასევე ისაუბრა საქართველოს ტერიტორიაზე მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნური წინაღობების აღმართვის შედეგად გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვაზე, რაც კიდევ უფრო ამწვავებს ადგილზე ჰუმანიტარულ ვითარებას და ფატალური შემთხვევებითაც კი სრულდება. მან საბჭოს კიდევ ერთხელ შეახსენა ოკუპირებულ რეგიონებში ქართველი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფის ფაქტები, კერძოდ ირაკლი კვარაცხელიას, დავით ბაშარულის, გიგა ოთხოზორიას და არჩილ ტატუნაშვილის საქმები.

„ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ამწვავებს დაუსჯელობის შეგრძნებას, და მეტიც, ამძაფრებს ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიმართ ძალადობას“, - აღნიშნა ზალკალიანმა.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა საერთაშორისო პარტნიორსა და ორგანიზაციას მათი ძალისხმევისთვის, რომელსაც მოჰყვა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება და ხაზი გავუსვა წევრი სახელმწიფოების მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისათვის შემზღუდველი ზომების დაკისრების გზით, სიტუაციის შემდგომი გაუარესებისაგან თავის აცილების მიზნით პრევენციული ნაბიჯის მნიშვნელობას.

გამოსვლაში მინისტრი ასევე შეეხო იძულებით გადაადგილებული და დევნილი პირების საკუთარ სახლში უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების შეზღუდვას.

„ჩვენ მტკიცედ გვჯერა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილების არარსებობა ვერ იქნება და არ უნდა ქმნიდეს დაბრკოლებას იმ ადამიანების ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის კუთხით, რომლებიც მოკლებულნი არიან მინიმალურ უსაფრთხოების ზომებს დევნის საშიშროების პირობებში. შესაბამისად, საერთაშორისო თანამეგობრობის, პირველ რიგში კი ადამიანის უფლებათა საბჭოს, მტკიცე პოზიცია არსებითია. რუსეთის საოკუპაციო პოლიტიკის შედეგებზე ეფექტურად გამკლავება, იქნება ეს საქართველოსა თუ უკრაინაში, შეუძლებელია მტკიცე საერთაშორისო პასუხის გარეშე. თუმცა ადგილზე პოზიტიური ცვლილებების ერთადერთი გზა ვალდებულებების შესრულების დაწყებაა“,- განაცხადა ზალკალიანმა.

მინისტრმა ასევე ისაუბრა რუსეთის მიერ საქართველოს მთავრობისა და კერძო უწყებების სერვერებსა და ვებგვერდებზე განხორციელებულ, ფართომასშტაბიან კიბერ-თავდასხმაზე, რაც რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ წარმოებული ჰიბრიდული ომის კიდევ ერთ განზომილებას წარმოადგენს, საერთაშორისო ნორმებსა და პრინციპებს ეწინააღმდეგება და ძირს უთხრის საქართველოს სუვერენიტეტსა და დემოკრატიული განვითარებას.

„მადლიერი ვარ ყველა საერთაშორისო პარტნიორის ამ შეტევის დაგმობისთვის, რომელიც მიმართული იყო საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინააღმდეგ და მიზნად ისახავდა საქართველოს მოქალაქეებისა და სამთავრობო სტრუქტურებისათვის ზიანის მიყენებას, სხვადასხვა ორგანიზაციის ფუნქციონირების შეფერხებისა პარალიზების გზით,“- აღნიშნა ზალკალიანმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი