უკან

საზოგადოება

19 ნოემბერი, 2016 16:10
font-size

დავით ზალკალიანი გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწეს, ჯიმი კოლკერს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა გლობალურ საკითხებში აშშ-ის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების დეპარტამენტის მდივნის თანაშემწესთან, ჯიმი კოლკერთან. შეხვედრას ასევე ესწრებოდა აშშ-ში საქართველოს ელჩი, დავით ბაქრაძე.

შეხვედრისას აღინიშნა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის უპრეცედენტო დონე, საქართველოსა და აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის განმტკიცების მნიშვნელობა, მათ შორის აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის კომისიის ფარგლებში გაწეული და სამომავლო სამუშაოს კუთხით.

ამერიკულმა მხარემ დასძინა, რომ მიუხედავად საქართველოსა და აშშ-ში ახლახან ჩატარებული არჩევნებისა, ორი ქვეყნის ახლადარჩეული ადმინისტრაციები კვლავ აქტიურად განაგრძობენ ქვეყნებს შორის არსებულ ღრმა და ყოვლისმომცველ თანამშრომლობას ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებებით, მათ შორის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის მხრივ.

საუბრისას განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ძალზე წარმატებული C-ჰეპატიტის პროგრამის მიმართულებით ერთობლივი მუშაობის გაგრძელების აუცილებლობაზე, ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ჯანდაცვასა და სოციალურ მომსახურებაზე წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე ამ მიმართულებით ჩართულობის მხრივ ხელშესახები შედეგების მიღწევაზე.

შეხვედრისას აღინიშნა საქართველოს და კერძოდ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ გაჟღერებული ძალისხმევა და აქტიური ჩართულობა ჯანდაცვის მიმართულებით გლობალური დღის წესრიგის რეალიზებაში. მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს როგორც საქართველოს ლიდერობას და მიღწეულ შედეგებს ინფექციურ დაავადებებთან ბრძოლის კუთხით, ისე ქვეყნის აქტიურ ჩართულობას ბიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფასა და ამ მხრივ არსებულ სამეცნიერო პროგრამებში.

მხარეები შეთანხმდნენ ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი მიმართულებებით ორმხრივი თანამშრომლობის გაგრძელების აუცილებლობაზე, რათა გამოყენებულ იქნას ამ კუთხით არსებული უზარმაზარი პოტენციალი.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი