უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ოქტომბერი, 2018 12:45
font-size

დავით ზალკალიანმა პოლონეთის სეიმს საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის მადლობა გადაუხადა

მინისტრის რანგში, პოლონეთში პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა პოლონელ კოლეგასთან იაცეკ ჩაპუტოვიჩმა. ორმხრივი შეხვედრის შემდეგ მედიასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა პოლონურ მხარეს, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - სეიმის მიერ, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის 10 წლის თავთან დაკავშირებული საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუციის მიღებისთვის.

„ჩვენ უაღრესად მადლიერნი ვართ იმისა, რომ პოლონეთი ყოველთვის იყო საქართველოს ერთგული მხარდამჭერი და, როგორც სანდო პარტნიორი, ყოველთვის იყენებდა ყველა შესაძლებელ პლატფორმას ჩვენი ინტერესების დასაცავად. მოხარული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნების საკანონმდებლო ორგანოებს შორის ორმხრივი ურთიერთობები და ურთიერთთანამშრომლობა დღითი-დღე მყარდება და ახალი ერთობლივი ინიციატივების დანერგვის გზით ხარისხობრივად ახალ დონეებზე გადადის. ამ მხრივ დღესაც განსაკუთრებული დღეა, რამეთუ პოლონეთის რესპუბლიკის სეიმმა მიიღო რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შესახებ საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია, და ნება მომეცით გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და გულწრფელი მადლობა გადავუხადო პოლონეთის სეიმის წევრებს ამისთვის.“ - განაცხადა დავით ზალკალიანმა. გამოსვლისას მან იაცეკ ჩაპუტოვიჩ ასევე გადაუხადა მადლობა მიმდინარე წლის აგვისტოში თბილისში განხორციელებული ვიზიტისთვის, რომელიც აგრეთვე ეძღვნებოდა 2008 წლის აგვისტოს ომის ტრაგიკული მოვლენების 10 წლისთავს.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა