უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

2 ივნისი, 2020 14:22
font-size

დავმშვიდდეთ, ჩემთვის თანამდებობას მნიშვნელობა არ აქვს - გიორგი ვაშაძე

„ახალი საქართველოს“ ლიდერის გიორგი ვაშაძე პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი კანდიდატურის საკითხზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას, არამედ მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც ყველამ ერთად უნდა დაიწყოს საქართველოში.

“ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს თანამდებობას და პოზიციას, ჩემთვის პირადად, – სტრაგეგია აღმაშენებლის გუნდისთვის, მთავარია ის აღმშენებლობის პროცესი, რომელიც უნდა დავიწყოთ ყველამ ერთად საქართველოში, რომ ამ უზარმაზრი პრობლემებიდან გამოვიყვანოთ ქვეყანა“,- განაცხადა ვაშაძემ.
რაც შეეხება უშუალოდ პრემიერობის საკითხს, ვაშაძე ამბობს, რომ რადიკალური განცხადებები მისთვის გასაკვირი იყო.

„რაც შეეხება პრემიერობის საკითხს, გულწრფელად გეტყვით, გუშინ ძალიან გამიკვირდა რადიკალური განცხადებები. ერთი მხრივ საუბარია, რომ არ განგვიხილავს, მეორე მხრივ რადიკალური განცხადებები. მე, ხალხნო, ჩემი კანდიდატურა არ დამიყენებია ჯერ გაერთიანებული ოპოზიციის ფორმატში პრემიერობაზე, ეს იყო გარკვეული მოსაზრებები ადამიანების, რომლებმაც გამოთქვეს ამასთან დაკავშირებით.

კიდევ ერთხე მინდა, ყველას ვუთხრა და დავამშვიდო, რომ ვერც ერთ შემთხვევაში დისონანსს, თუნდაც ასეთი განცხადებები ვერ შეიტანს ერთობაში, რადგან საქართველოს გამარჯვება არის ერთიანობაში, ერთად დგომაში, ძალაში, რომელიც უნდა გავაერთიანოთ და ერთიანი გზით წავიდეთ“,- აღნიშნა ვაშაძემ, რომელიც მიიჩნევს, რომ ძალა ერთობაშია, პოლიტიკურ ბლოკს აუცილებლად უნდა ყავდეს პრემიერობის კანდიდატი.

„და აუცილებლად უნდა დაასახელოს გუნდიც, რადგან ხალხი ხმას აძლევს კონკრეტულ დაპირებებზე პასუხისმგებელ ადამიანებსაც მათ შორის“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძემ ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდა.

„დავმშვიდდეთ, დავწყნარდეთ, ყველაფერი ძალიან სწორად მიდის, ამ გაერთიანების ჩამოყალიბების დღიდან ჩვენ გეგმაზომიერად და სტრატეგიულად ვმუშაობთ. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ ნუ შევიტანთ დისონანსს გაერთიანებაში. ნუ გავაკეთებთ იმ საქმეს, რომელიც ჩვენს ოპონენტებს, ჩვენს მტერს უნდა. ვიმსჯელოთ ცალსახად და წყნარად ყველაფერზე.

რაც მთავარია, მინდა, ჩვენს მხარდამჭერებს ვუთხრა, ხალხნო, მე ყველაზე მეტად ყოველთვის მაინტერსებს თქვენი აზრი და იცოდეთ, რომ სადაც მე ვარ – გიორგი ვაშაძე, სტრატეგია აღმაშენებლის გუნდი, ერთადერთი განმსაზღვრელი იქნება თქვენი მოსაზრება და თქვენი აზრი ზუსტად ვიცი, რომ დღეს არის ერთიანობა. ძალა ერთობაშია და აუცილებლად ამ ერთიანი ძალებით ჩვენ საბოლოო ჯამში გავიმარჯვებთ“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

შეგახსენებთ, 19 მაისს თაკო ჩარკვიანმა განაცხადა, რომ „ახალი საქართველოს“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის კანდიდატურა სამომავლოდ მსხვილ საფეხურზე უნდა გამოჩნდეს და პრემიერის ადგილი სწორედ ახალგაზრდა და სუფთა წარსულის მქონე ადამიანისთვისაა.

ჩარკვიანის განცხადების შემდეგ, „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ პრემიერობის კანდიდატად მის დასახელებაზე ოპოზიციაში საუბარი ნამდვილად იყო, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.

გუშინ კი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ გიორგი ვაშაძის კანდიდატურა პრემიერის პოსტზე პარტიაში არ განიხილება, არც განიხილებოდა და არც მომავალში განიხილავენ.

ასევე, მოძრაობის „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა, ნიკა მაჭუტაძემ განმარტა, რომ გაერთიანებულ ოპოზიციას ეყოლება პრემიერობის ერთიანი კანდიდატი, მაგრამ ეს არ იქნება გიორგი ვაშაძე.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი