უკან

საზოგადოება

25 მაისი, 2017 17:30
font-size

დავუშალოთ ადამიანებს პოლიტიკური დამოკიდებულება ქონდეთ? - გრიგოლ გოგელია

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ, გრიგოლ გოგელიამ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, მაუწყებლის 2016 წლის ანგარიში ჩააბარა.

გოგელიამ დაგეგმილ ცვლილებებზე ისაუბრა, მათ შორის გაერთიანებული „საინფორმაციო გამოშვების“ კონცეფციაზე.

ანგარიშის მოსმენის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კომენტარებისა და შენიშვნების რეჟიმში გადავიდა.
საზოგადობერივ მაუწყებელთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრება „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგო რატიანმა გამოთქვა.

მისი თქმით, მაუწყებლის დირექტორად არჩეული ვასილ მაღლაფერიძის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს.

„საზოგადოებრივი მაუწყბელის გენერალურ დირექტორად არჩეული იყო ვასილ მაღლაფერიძე. ის მანამდე იყო ჯი-დი-ესის 20/30-ის პროდიუსერი. მის მიმართ სერიოზული კითხვები არსებობს პოლიტიკურ მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. თქვენ როდესაც ირჩევდით მას, რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობდით?“,-მიმართა კითხვით გოგელიას სერგო რატიანმა.

სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარის თქმით, ის ვერ დაუშლის ადამიანს ქონდეს საკუთარი პოლიტიკური დამოკიდებულება.

„ჩვენ ვხელმძღვანელობთ წესებით, ნორმებით და შიდა ნორმატიული აქტებით. ადამიანი, რომელსაც ჰქონდა თავისი მსოფმხედველობა, თუ დაარღვევს წესებს, კანონებს, ნორმატიულ აქტებს, მაშინ შეგვიძლია ვილაპარაკოთ. ის რომ რომელიღაც პოლიტიკურ ძალაზე, მაგალითად, იმ ადამიანს ქონდა თავისი პოლიტიკური დამოკიდებულება - ჩვენ რა ვქნათ, დავუშალოთ ადამიანებს პოლიტიკური დამოკიდებულება ქონდეთ?“,-განაცხადა გოგელიამ.

მონიკა დავლიანიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი