სამართალი
დეკანოზი გიორგი მამალაძე მისი ოჯახის უსაფრთხოებას ითხოვს - გიორგი ფანცულაია
დეკანოზი გიორგი მამალაძე ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები შეცდომაში არიან შეყვანილი და იმედი აქვს, რომ ეს მდგომარეობა გამოსწორდება და რეალურად დაინტერესდებიან იმ მდგომარეობით, რომ ის არ არის დამნაშავე, - განუცხადა ჟურნალისტებს ე.წ. მატროსოვის ციხეში ბრალდებულის მონახულების შემდეგ ადვოკატმა, გიორგი ფანცულაიამ.
”განსაკუთრებით დამაბარა, რომ ის ითხოვს ოჯახის უსაფრთხოებას. ჩვენ ზოგადად ვისაუბრეთ ამის შესახებ, თუმცა ბოლომდე ჩემთანაც არ გაიხსნა თუ რატომ ითხოვს ასე კატეგორიულად ოჯახის უსაფრთხოებას. დეკანოზი რომ არ გრძნობდეს, რომ ოჯახს შესაძლოა გარკვეული საფრთხე ემუქრებოდეს, ამის შესახებ არ ისაუბრებდა”, - განაცხადა ადვოკატმა.
რაც შეეხება ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ადვოკატის ინფორმაციით, დეკანოზს მაღალი სიცხე აქვ და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.
ნინო ექვთიმიშვილი