პოლიტიკა
,,დემოკრატიული მოძრაობა’’ საკუთარ მხარდამჭერებს მოუწოდებს, არ წავიდნენ არჩევნებზე
,,ნინო ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობა’’ საკუთარ მხარდამჭერებს მიმართავს და მოუწოდებს, მეორე ტურში ხმა არ მისცეს არც ,,ქართული ოცნების’’ და არც ნაციონალური მოძრაობის კანდიდატებს.
შესაბამისი მოწოდება პარტიის წევრმა, გიორგი ახვლედიანმა დღევანდელ ბრიფინგზე გააკეთა.
,,დემოკრატიული მოძრაობა’’ მოუწოდებს ყველა თავის მხარდამჭერს, არ მიიღოს მონაწილეობა ამ ფალსიფიცირებაში, ამ ბლეფში, რასაც მეორე ტური ჰქვია. არ დაუჭიროს მხარი, არც გამყალბებელ ,,ქართულ ოცნებას’’ და არ დაუჭიროს მხარი არც დანაშაულებრივ ნაციონალურ მოძრაობას.
ამ ორი კოჰაბიტირებული პარტიის მიერ არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. ამაზე მეტყველებს ის ასობით გაყალბებული ოქმი, რომელიც არაერთხელ ვაჩვენეთ საზოგადოებას, სასამართლოს’’, - განაცხადა გიორგი ახვლედიანმა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს - ბერდია სიჭინავა
20 ნოემბერი, 2025 , 16:07
შეუპოვარი ბრძოლის გზაზე უკან არ დავიხევთ, ვერც გიორგი ვაშაძის და პაატა მანჯგალაძის მიმართ დაწყებულმა პოლიტიკურმა დევნამ გაგვტეხა - „სტრატეგია აღმაშენებელი“
20 ნოემბერი, 2025 , 15:26
მზაობა თუ აქვთ, გვერდში რეალურად დაგვიდგნენ და პრობლემები მოვაგვაროთ, მიღებულ კანონებს გავაუქმებთ, მაგრამ ვხედავთ, თავად არიან პრობლემების წყაროს შემქმნელები - ლევან მახაშვილი
20 ნოემბერი, 2025 , 13:06
დეკლარაციების შესწავლას განახორციელებს დამოუკიდებელი კონსტიტუციური ორგანო სახელმწიფო აუდიტის სამსახური, რომელიც არის ძლიერი ინსტიტუტი - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 11:50
დიასპორასთან დაკავშირებით საარჩევნო რეგულაციებზე არგუმენტები არის ძალიან მყარი, არ შეიძლება, ამომრჩეველმა უცხო იურისდიქციის გავლენის ქვეშ მიიღოს საარჩევნო გადაწყვეტილება - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 10:41
რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, ანუ კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ამ შემთხვევაში ოპოზიცია - ირაკლი კობახიძე
20 ნოემბერი, 2025 , 09:22

