უკან

პოლიტიკა

1 დეკემბერი, 2018 17:40
font-size

დღეს ერთი წელი გავიდა ხორავას ტრაგედიიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი - ფიქრია ჩიხრაძე

საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩევლის, ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, სამწუხაროა, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე არ არის პასუხი, თუ ვინ არის მკვლელი. მისი თქმით, საქმე სათანადოდ არ გამოძიებულა.

„ახლახან ჩავატარეთ არჩევნები, რომლის მთავარი ლოზუნგი, მთავარი გენერალური ხაზი იყო „არა ძალადობას“. უპირველეს ყოვლისა, ამაში იგულისხმება ძალადობა ადამიანზე სახელმწიფო მანქანის მხრიდან. რამდენიმე თვეა, ვხედავთ ქუჩაში საპროტესტოდ გამოსულ შვილმკვდარ მამებს, რომლებიც რუსთაველზე, პარლამენტის წინ სხედან. დღეს ერთი წელი გავიდა ხორავას ტრაგედიიდან და ძალიან სამწუხაროა, რომ ამ ხალხმა ვერ მიიღო მთავარ კითხვებზე პასუხი, ვინ არის მკვლელი, რატომ არ ჩატარდა სათანადო გამოძიება და რატომ არ დაისაჯნენ ან რატომ ხდება ხელის დაფარება ადამიანებზე, რომლებიც ამ საქმეში ასე ვთქვათ, ყველა მონაცემით ფიგურირებდნენ.

ძალიან სამწუხაროა, რომ ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არ ჩატარდა სანდო გამოძიება, ბევრ სხვა საქმესთან დაკავშირებითაც არსებობს სერიოზული კითხვები და ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შესაბამის ორგანოებს, მთლიანად „ქართულ ოცნებას“, რომლის პასუხისმგებლობაც არის, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, რომ თუ არ მივიღეთ მთელ რიგ საკითხებზე ამომწურავი პასუხები, ეს ყველაფერი ემატება იმ მწვავე პრობლემებს, რომლებიც ისედაც არის დაგროვილი საზოგადოებაში. ამის გამო, საზოგადოებაში არის განცდა უსამართლობის თაობაზე, არის დაუცველობის განცდა, რაც ვფიქრობ, ძალიან სერიოზულ ზიანს და ჩრდილს აყენებს ქართულ დემოკრატიას და საბოლოო ჯამში, პრობლემას უქმნის სახელმწიფოს დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა ჩიხრაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი