უკან
არქივი
პოლიტიკა
15 იანვარი, 2018 10:40
დღეს გახდება ცნობილი, პრეზიდენტი დაადებს თუ არა ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროეტს
დღეს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გამოაცხადებს, დაადებს თუ არა ვეტოს „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს.
დღეს იწურება 10-დღიანი ვადა, რომლის შედეგად გაირკვევა, პრეზიდენტი ხელს მოაწერს პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებულ დოკუმენტს თუ დააბრუნებს უკან მოტივირებული შენიშვნებით.
საკანონმდებლო ორგანომ აღნიშნული კანონპროექტი მესამე მოსმენით 22 დეკემბერს დაამტკიცა. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა 63-მა პარლამენტარმა.
ამის შემდეგ დოკუმენტი ხელმოსაწერად პრეზიდენტს გადაეგზავნა.
საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ბიუჯეტიდან დაფინანსების პარალელურად, კომერციული რეკლამის განთავსებასაც შეძლებს.