უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 სექტემბერი, 2017 09:00
font-size

დღეს რუსთავში „რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება

დღეს, 16 სექტემბერს, რუსთავში, ,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული აღინიშნება. საზეიმო ღონისძიებები რუსთავის მერიის სხდომათა დარბაზში, დამეგობრებული ქალაქების დელეგაციების ოფიციალური მიღებით დაიწყება, სადაც ქალაქ რუსთავსა და აზერბაიჯანის ქალაქ სუმგაითს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, სახალხო დღესასწაული 11:30 საათზე სპორტული მარათონით გაიხსნება. მარათონი სასტუმრო ,,რუსთავის“ მიმდებარე ტერიტორიიდან დაიწყება და კოსტავას გამზირზე დასრულდება. 12:00 საათზე კოსტავას გამზირზე, შადრევანთან საზეიმო ტორტი გაიჭრება, რითაც სიმბოლურად გაიხსნება ახლადგარემონტებული კოსტავას გამზირი. კოსტავას გამზირზევე მოეწყობა ,,ვეფხისტყაოსნის“ სცენების ამსახველი თეატრალური პერფორმანსი.

მოგვიანებით, საზეიმო ღონისძიებები ქალაქის კულტურისა და დასვენების პარკში გადაინაცვლებს, სადაც სახალხო ზეიმს, საბავშვო გასართობი შოუპროგრამები და კონცერტი გახსნის. 16:00 საათზე კულტურისა და დასვენების პარკის ცენტრში განთავსებულ სცენაზე, საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება, 17:00 საათზე რუსთავის სკოლების კურსდამთავრებულებს რუსთავის მერი დავით ჯიქია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე დავით მაღლაკელიძე დააჯილდოებენ.

,,რუსთავქალაქობის“ დღესასწაული 20:00 საათზე ჯგუფ „ფრანის“ კონცერტითა და 22:00 სთ-ზე, საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

რუსთავქალაქობის დღესასწაული რუსთავში წელს მეჩვიდემეტედ აღინიშნება.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი