უახლესი ამბები
- 26.04.2024 18:36ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`
- 26.04.2024 18:19ლექტორის მკვლელობის ფაქტზე სასამართლომ ორ პირს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა
- 26.04.2024 18:1015 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია
- 26.04.2024 17:3328 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი
არქივი
საზოგადოება
დღეს სასაზღვრო პოლიციის ავიაციის დღე აღინიშნება
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის მთავარ სამმართველოში ავიაციის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.
გიორგი მღებრიშვილმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს პროფესიული დღე მიულოცა და სამშობლოსთვის გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა:
„თქვენ ჩვენი სამშობლოს საზღვრის თავდადებული მცველები და საზღვრისპირა, განსაკუთრებით, მთის მოსახლეობის იმედი ხართ. სასაზღვრო პოლიციის მფრინავებმა უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ თქვენი პროფესიონალიზმი და თავდადება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ადამიანების დასახმარებლად ყოველ წუთს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. საგანგებო სიტუაციებში, ხშირად - ურთულეს ვითარებაში, საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი, თქვენ არაერთხელ გადაგირჩენიათ საქართველოს მოქალაქეები და ჩვენს ქვეყანაში მყოფი ტურისტები. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ იმ დიდი საქმისთვის, რომელსაც თქვენ ემსახურებით, ჩვენი ქვეყნისა და ხალხის საკეთილდღეოდ!“ - განაცხადა მისასალმებელ სიტყვაში შს მინისტრმა.
გიორგი მღებრიშვილმა და შსს-ს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, დათო ნიკოლეიშვილმა სპეციალური დანიშნულების ავიაციის წარმომადგენლებს სამსახურებრივი მოვალეობის კეთილსინდისიერად და მაღალპროფესიულ დონეზე შესრულებისათვის მადლობის სიგელები გადასცეს.
ღონისძიებას შს სამინისტროს წარმომადგენლები და სასაზღვრო პოლიციის მფრინავების ოჯახის წევრები დაესწრნენ.
სასაზღვრო ავიაციის დღე საქართველოში 1999 წლიდან აღინიშნება.