უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

7 ნოემბერი, 2020 11:15
font-size

სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს, თუმცა ფაქტია, მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია - გიორგი გახარია

სახელისუფლებო გუნდი გამოხატვის თავისუფლებას არასოდეს შეზღუდავს, ჩვენ ეს არ გვჭირდება, თუმცა ფაქტი არის ის, რომ მსგავსი აქციები არა რისკის შემცველი, არამედ ვირუსის გავრცელების მექანიზმია და ეს ფაქტია, ეს არ არის ჩვენი გამოგონება, ან ჩვენი შეფასება, ეს არის ეპიდემიოლოგების შეფასება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ტელეკომპანია „იმედზე“ ჩართვისას განაცხადა.
მისივე თქმით, ყოველდღიურად ჩანს, თუ როგორ აისახება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში.
„ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ, როგორც ითარგმნება ეს ყველაფერი ინფიცირებულების რაოდენობის ზრდაში, რა თქმა უნდა, აქ პირდაპირი კავშირია და ჩვენ იძულებულები ვიქნებით გარკვეული ღონისძიებები მივიღოთ, თუმცა არა გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ნაწილში, არამედ ჩვენ გავაგრძელებთ წერტილოვან შეზღუდვებს იმისთვის, რომ შეძლებისდაგვარად მობილობა დავაგდოთ.
ერთი რამ უნდა გვესმოდეს, დღეს ჩვენი ქვეყანა მოქმედებს რამდენიმე ერთდროული გამოწვევის პირობებში, ესენია პანდემია, კოვიდის გავრცელება გლობალურად და ჩვენს ქვეყანაშიც, ეს არის ეკონომიკური კრიზისი, ეს არის პოლიტიკური პროცესი და ჩვენ არც ერთ მიმართულებაზე არ გვაქვს დათმობის არანაირი რესურსი და შესაძლებლობა და ჩვენ ამას არ ვაპირებთ.
ძალიან კარგად გვესმის, რას ნიშნავს ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის ეს პროცესი, გამოხატვის თავისუფლება და ის პოლიტიკური პროცესი, რომელიც ქუჩაში მიდის, თუმცა ეს ვერ იქნება და არ იქნება ადამიანის ჯანმრთელობის ხარჯზე. ეს ვერ იქნება და არ იქნება ქვეყნის ეკონომიკის დანგრევის ხარჯზე. სამწუხაროდ, ზოგ შემთხვევაში, ეს არ ეხება ყველას, მაგრამ ზოგიერთი დესტრუქციული პოლიტიკოსის თავში უკვე აქცია, როგორც ვირუსის გავრცელება, აქცია - როგორც ეკონომიკურ კრიზისში შესვლა, აი, ასეთ სახეს იღებს და, რა თქმა უნდა, არსებობს წითელი ხაზი. ჩვენთვის ეს წითელი ხაზები არის ჩვენი ინსტიტუციონალური სიძლიერე, ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა, ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი პოლიცია, ჩვენი ჯარი. იქ, სადაც სახელმწიფოს ხელყოფას, სახელმწიფოს დანგრევას ან ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას შეეხება საკითხი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო არასოდეს დაიხევს უკან. ჩვენ ვიქნებით ეფექტურები და სწრაფები, რომ მსგავსი შემთხვევები აღვკვეთოთ.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, ეს არ ეხება და ვერ შეეხება გამოხატვის თავისუფლებას. ყველას შეუძლია, აღასრულოს თავისი უფლება გამოხატვის თავისუფლების ისე, რომ დაიცვას წესები. ამისთვის არსებობს შესაბამისი ადგილი, წესი, დრო და ყველაფერი ისე, რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და ჩვენს მოქალაქეს, რომელმაც 31 ოქტომბერს, პანდემიის პირობებში, გამოიჩინა გმირობა,”- განაცხადა პრემიერმა.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი