უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

დღის კალენდარი

18 ივლისი, 2022 08:00
font-size

დღის კალენდარი _ 18 ივლისი

წლის 190-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 176 დღე.

საეკლესიო კალენდარი

ღირსისა ათანასე ათონელისა (1000), დედით კოლხისა და ექვსთა მოწაფეთა მისთა; მოწამეთა ანასი და კვირილასი, რომელსა ეწოდების კი პრილაც (304) ; ღირსისა ლამპადი ირინოპოლელისა, სასწაულმოქმედისა (X); აღმოყვანება წმიდათა ნაწილთა ღირსისა სერგისა, რადონეჟელი იღუმენისა, სასწაულმოქმედისა (1422).

ღირსი მამა ათანასე ათონელი, წმიდა ნათლობის სახელით აბრამ, დაიბადა ქალაქ ტრაპიზონში. ადრე დაობლებულს ერთი კეთილი და ღვთისმოსავი მონაზონი ქალი ზრდიდა. დედობილის გარდაცვალების შემდეგ იგი იმპერატორ რომან უფროსის კარზე წაიყვანეს და განთქმულ რიტორს, ათანასეს დაუმოწაფეს. მალე მოწაფემ მასწავლებლის დონეს მიაღწია და ახალგაზრდობის აღმზრდელობას შეუდგა. იმ დროს კონსტანტინეპოლში ჩავიდა მიქაელ მალეინი, კამინის მონასტრის წინამძღვარი. აბრამმა თავისი ცხოვრება აღუწერა და გაანდო მას, რომ ბერობაზე ოცნებობდა. იგი ჩავიდა კიმინიის მონასტერში, წინამძღვარს ფეხებში ჩაუვარდა და შესთხოვა ბერად ეკურთხებინა იგი. იღუმენმა შეასრულა მისი თხოვნა და იგი ათანასეს სახელით აკურთხა ბერად. მოგვიანებით, კიმინის დატოვების შემდგომ მან ბევრი უდაბნო მოიარა და ბოლოს ღმრთის მითითებით ათონის მთაზე, მელინაზე, დასახლებული ადგილებიდან კარგა მოშორებულ ადგილზე მივიდა. აქ მან საკანი ააშენა და შრომასა და ლოცვაში ატარებდა დღეებს. იმ დროს ნიკიფორე ფოკამ წმიდა ათანასეს შესთხოვა მისი სახსრებით მონასტერი აღეშენებინა. ე.ი. მდუმარების აღთქმადადებულთათვის საკნები და ტაძარი, რომელშიც ძმობა კვირაობით წმიდა საიდუმლოთ ეზიარებოდა.

ნეტარმა ათანასემ ააგო წმიდა წინასწარმეტყველისა და ქრისტეს წინამორბედ იოანეს სახელობის დიდი ტაძარი. მალე მთის ძირში ააშენა მეორე, ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაც.

მთელი მსოფლიოდან მიემართებოდნენ ბერები მონასტერში. აზნაურთ და უაზნოთ, მეუდაბნოეთ, ბევრი მონასტრის იღუმენთ და მღვდელმთავართ სურდათ უბრალო ბერობა წმიდა ათანასეს ლავრაში. წმიდა წინამძღვარმა მონასტრის წესდება ძველი პალესტინის ლავრების მიხედვით შეიმუშავა. ღვთისმსახურება მთელი სიმკაცრით სრულდებოდა, ვერავინ ბედავდა წირვის დროს ლაპარაკს, დაგვიანებას, ანდა უმიზეზოდ ტაძრის დატოვებას.

ძმობა იზრდებოდა. ლავრაში მშენებლობა იფურჩქნებოდა. ღირსმა მამა ათანასემ, რომელსაც ადრევე გამოეცხადა თავისი გარდაცვალების შესახებ, ძმობას უწინასწარმეტყველა ეს მოვლენა. ძმობის უკანასკნელი დამოძღვრისა და დამშვიდების შემდგომ წმიდა ათანასე თავის საკანში შევიდა, ჩაიცვა მანტია და წმიდა მამხობელი, რომელსაც მხოლოდ დიდ დღესასწაულებზე იცვამდა, და ხანგრძლივი ლოცვის შემდეგ გარეთ გამოვიდა. მხნე და ბედნიერი წმიდა წინამძღვარი ექვსი ბერის თანხლებით ხარაჩოებზე ავიდა მშენებლობის დასათვალიერებლად. უცებ, ტაძრის გუმბათი, ღვთის ძალით ჩამოინგრა. ძმობამ ტირილით იწყო წინამძღვრის თავზე დახვავებული ქვების მოცილება. ბოლოს კი, როდესაც გამოთხარეს, წმიდანი უკვე გარდაცვლილი იყო.

დაიბადნენ:

1811 — უილიამ თეკერეი, ინგლისელი მწერალი, კრიტიკოსი. გარდაიცვალა 1863 წელს.

1853 — ჰენდრიკ ლორენცი, ჰოლანდიელი ფიზიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი. გარდაიცვალა 1928 წელს.

1893 — ვლადიმირ მაიაკოვსკი, რუსი პოეტი. თავი მოიკლა 1930 წელს.

1921 — ჯონ გლენი, აშშ-ს პირველი ასტრონავტი, პირველი ამერიკელი, რომელმაც დედამიწას შემოუფრინა.

1934 — მერაბ ელიოზიშვილი, მწერალი.

გარდაიცვალნენ:

1610 — კარავაჯო, იტალიელი ფერმწერი.

1721 — ჟან ანტუან ვატო, ფრანგი მხატვარი.

მოვლენები:

1972 წელი — ეგვიპტის პრეზიდენტმა ანვარ სადათმა საბჭოთა კავშირს მოთხოვა ქვეყნიდან გაეყვანა 20.000 სამხედრო პირი.

1991 წელი — უკრაინის უმაღლესმა საბჭომ გამოაცხადა უკრაინის დამოუკიდებლობა.

ღირსსახსოვარი დღეები:

საფრანგეთი — წმინდა არნულფის დღე

ესპანეთი — ეროვნული დღე

ურუგვაი — კონსტიტუციის დღე

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი