უკან

დღის კალენდარი

23 ივლისი, 2021 07:48
font-size

დღის კალენდარი - 23 ივლისი

წლის 195-ე დღე‚ ახალ წლამდე დარჩა 171 დღე.

საეკლესიო კალენდარი

45-თა მოწამეთა, სომხეთის ნიკოპოლისს წამებულთა: ლეონტისა, მავრიკისა, დანიელისა, ანტონისა, ალექსანდრესი, იანიკიტესი, სისინისა, მენევსისა, პირილადესი და სხვათა (დაახლ. 319); მოწამისა აპოლონისა (III); მოწამეთა ვიანორესი და სილოანესი (IV); ღირსთა ეგვიპტელ მეუდაბნოეთა, ცეცხლითა და კვამლით მომწყდართა (დაახლ. 398). ღირსისა მამისა ჩვენისა ანტონი მღვიმელისა, კიეველისა (1073).

იმპერატორ ლუკინიუსისა და მისი თანამმართველის კონსტანტინე დიდის დროს სომხეთის ქალაქ ნიკოპოლში ორმოცდახუთი წმიდანი ეწამა. ლიკინიუსი სასტიკად დევნიდა იმ ქრისტიანებს, ვინც წარმართობას არ დაუბრუნდებოდა, აწამებდა და სიკვდილით სჯიდა. როდესაც დევნა ნიკოპოლშიც დაიწყო, ორმოცზე მეტმა ქრისტეს მიმდევარმა, რომელთაც სათავეში ლეონტი, მაკარი, დანიელი და წმიდა ცხოვრებით განთქმული ანტონი ედგნენ, მთავრობასთან მისვლა და ქრისტეს რჯულის საჯაროდ აღიარება გადაწყვიტეს. სომხეთის ოლქის იგემონი ლისიუსი განაცვიფრა ქრისტიანთა ამ საქციელმა. იგი ცდილობდა ისინი წარმართებად მოექცია, მაგრამ ამაოდ.

ქრისტიანები თავადვე არწმუნებდნენ წარმართებს კერპების თაყვანისცემის აბსურდულობაში, რისთვისაც ისინი შეიპყრეს და სასტიკად აწამეს.

საშინელი ტანჯვის შემდეგ ისინი კოცონზე დაწვეს. მოგვიანებით, როდესაც ქრისტეს ეკლესიას თავისუფლება მიენიჭა, იმ ადგილზე აშენდა 45 წმიდა მოწამის სახელობის ტაძარი.

წმიდა მოწამე აპოლონი ლიდიის ქალაქ სარდის მკვიდრი იყო. მან თავი ქრისტიანად გამოაცხადა, რისთვისაც იგი დააპატიმრეს. როდესაც მოსთხოვეს იმპერატორის სახელი დაეფიცა, მან მიუგო, რომ მოკვდავის სახელის დაფიცება მკრეხელობააო. წმიდა აპოლონი დიდხანს აწამეს და ბოლოს ჯვარს აცვეს.

წმიდა ვიანორე წარმომავლობით მცირე აზიის პისიდიის ოლქიდან იყო. ქრისტიანობის აღმსარებლობისთვის იგი ლიკაონიის ქალაქის მმართველს მიუყვანეს, რომელმაც მას ქრისტიანობის უარყოფა მოსთხოვა. წმიდანი, საშინელი წამების მიუხედავად, მტკიცედ იდგა ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე. ვიანორეს მოწამეობას ესწრებოდა კაცი, სახელად სილუანე. აღმსარებლის სიმტკიცემ სილუანეს ახალი ძალება შემატა, მას დაუბრუნდა ქრისტეს რწმენა, რაც ხმამაღლა განაცხადა. მას თავი მოჰკვეთეს. ხანგრძლივი წამების შემდგომ თავი მოჰკვეთეს წმიდა ვიანორესაც.

დაიბადნენ:

1796 — ფრანც ადოლფ ბერვალდი, შვედი კომპოზიტორი, მევიოლინე და დირიჟორი. გარდაიცვალა 1868 წელს.

1886 — არტურ უიტენ ბრაუნი, ბრიტანელი ავიატორი, მან 1919 წელს ჯონ ელკოკთან ერთად პირველად გადალახა ატლანტიკის ოკეანე. გარდაიცვალა 1948 წელს.

1886 _ რაფიელ ივანიცკი, მწერალი, მეცნიერი. ვეფხისტყაოსნის იტალიურ ენაზე მთარგმნელი. გარდაიცვალა 1966. დაკრძალულია ლევილის სასაფლაოზე.

1928 _ თეიმურაზ ანდრონიკაშვილი, ინჟინერ-ტექნოლოგი, აკადემიკოსი.

1947 _ მანანა აბაზაძე, მოცეკვავე, პედაგოგი.

გარდაიცვალნენ:

1711 — ალექსანდრე ბატონიშვილი, არჩილ II-ის ძე.

1757 — დომენიკო სკარლატი, იტალიელი კომპოზიტორი.

1885 — ულის გრანტი, აშშ-ს მე-18 პრეზიდენტი.

1916 — უილიამ რამზაი, ინგლისელი ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი.

1957 — ჯუზეპე დე ლამპედუზა, იტალიელი მწერალი.

მოვლენები:

1827 წელი — ბოსტონში პირველი საცურაო სკოლა დაარსდა.

1829 წელი — უილიამ ბარტმა საბეჭდი მანქანა დააპატენტა.

1907 წელი — იტალიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად 1500 ადამიანი დაიღუპა.

1952 წელი — ეგვიპტეში სამხედრო გადატრიალება მოხდა.

1997 წელი — მაიამიში იქაურმა პოლიციამ ცნობილი დიზაინერის, ვერსაჩეს მკვლელობაში ეჭვმიტანილი დააკავა.

2000 წელი — აღმოაჩინეს მზის სისტემის უდიდესი პლანეტის _ იუპიტერის მორიგი თანამგზავრი.

ღირსსახსოვარი დღეები:

აშშ – მშობელთა დღე.

ეგვიპტე _ რევოლუციის დღე.

რუსეთი _ ვაჭრობის მუშაკთა დღე.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი