უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

29 ოქტომბერი, 2020 15:45
font-size

გიორგი გახარია - არჩევანი, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას

ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საბურთალოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, დავით სერგეენკოს წარდგენაზე განაცხადა.

როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, ეს ყველაფერი უნდა გაგრძელდეს და სწორედ ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე.

„პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ უაღრესად დიდი პატივია თქვენთან ერთად ყოფნა, განსაკუთრებით საბურთალოზე, ჩემს მშობლიურ უბანში, სადაც დავიბადე, გავიზარდე, სადაც სკოლა დავამთავრე. რა თქმა უნდა, ეს ძალიან ემოციურია, თუმცა ჩვენ, ემოციების მიღმა, ბევრი საქმე გვაქვს გასაკეთებელი. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ქვეყნის აღმშენებლობა და ყველა უნდა შევეგუოთ, იმ გამოწვევების პირობებშიც, როგორიც არის პანდემია, ვირუსი, როდესაც ჩვენ კამპანიის ჩატარებაც გვიწევს პირბადეებით, ჩვენ უნდა ვხვდებოდეთ და გავიაზროთ, რომ არ უნდა გავჩერდეთ არც ერთი დღე, როგორც ბოლო ერთი წლის განმავლობაში არც ერთი სისტემური ინფრასტრუქტურული პროექტი ქვეყანაში არ გაჩერებულა, ისე, როგორც საბურთალოზე და თბილისშიც არც ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი არ გაჩერებულა. ჩვენ ასე უნდა გავაგრძელოთ, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა ჩვენი მომავალი თაობების წინაშე. ეს არის ჩვენი ზრუნვა ერთმანეთის წინაშე, როდესაც ჩვენ ვუფრთხილდებით ჩვენს მოხუცებს, როდესაც ჩვენ ვატარებთ პირბადეს, ვიცავთ ელემენტარულ წესებს“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერმა პანდემიაზე საუბრისას, მადლობა გადაუხადა თითოეულ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ასევე მადლობა გადაუხადა ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს.

„აქ ბრძანდებიან ჩვენი ექიმები, ღვაწლმოსილი ადამიანები, თითოეული მათი სიტყვა ჩვენთვის ყოველთვის იყო სახელმძღვანელო და არ მქონია ამდენ ხალხში შესაძლებლობა, რომ ამ ადამიანებისთვის მადლობა მეთქვა და მათი სახით მინდა თითოეულ ექიმს, რომელიც დღეს წინა ხაზზეა და იბრძვის ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობის და სიცოცხლისთვის, მათ დიდი მადლობა გადავუხადო, ისევე, როგორც თითოეულ პოლიციელს, რომელიც ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას იცავს და როცა საჭირო იყო ეხმარებოდა ექიმებს, ისევე, როგორც ჯარისკაცებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის მშვიდობას იცავენ და ასევე ეხმარებოდნენ ექიმებს, ამ ხალხსაც მინდა დიდი მადლობა გადავუხადო“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

გიორგი გახარიას თქმით, მომავალი ოთხი წლის განმავლობაში საქართველოს ინფრასტრუქტურაში ინვესტირებული იქნება 20 მილიარდ ლარზე მეტი და ეს ყველაფერი კეთდება, რათა გზები, სკოლები, საავადმყოფოები იყოს ისეთივე თანამედროვე, როგორც ევროპული.

„ჩვენი ერთადერთი გამოსავალი არის ერთმანეთზე ზრუნვა და რაციონალური, გონივრული პოლიტიკით ქვეყნის აღმშენებლობის გაგრძელება. სწორედ ამიტომ გვჭირდება ჩვენ გამარჯვება. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ის სისტემური პროექტები, რომლებსაც ვახორციელებთ ინფრასტრუქტურაში, ეს ყველაფერი საბოლოო ჯამში კეთდება, რათა განათლების სისტემა იყოს ევროპული, ოთხი წლის შემდგომ ჩვენი ქვეყნის სტანდარტები დავუახლოვოთ მაქსიმალურს, ევროპულს, როდესაც გვექნება სრული უფლება, რათა სრულფასოვან წევრობაზე გავაკეთოთ განაცხადი 2024 წელს. ეს არის დამოუკიდებელი საქართველოს ყველაზე დიდი ოცნება, რომელიც ჩვენ ერთად უნდა განვახორციელოთ“, – აღნიშნა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ 31 ოქტომბრის არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას.

„ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ უნდა დავიცვათ ელემენტარული წესები მაგრამ, რაც მთავარია, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პანდემია გაივლის, ეკონომიკურ კრიზისსაც დავძლევთ, მაგრამ არჩევანს, რომელსაც ჩვენ გავაკეთებთ 31 ოქტომბერს, ეს არჩევანი განსაზღვრავს წლების განმავლობაში საქართველოს შემდგომ დემოკრატიულ განვითარებას“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი