უკან

საზოგადოება

3 სექტემბერი, 2020 12:55
font-size

2020 წლის სექტემბერში ამოქმედდება ახალი დებულება საბარათე ინსტრუმენტის შესახებ

მიმდინარე წლის სექტემბერში ამოქმედდება დებულება საბარათე ინსტრუმენტის შესახებ, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2011 წლის 16 მაისის ბრძანება #38/04-ით დამტკიცებულ საგადახდო ბარათების შესახებ დებულებას ჩაანაცვლებს.

ახალი დებულების გავრცელების სფერო გაფართოვდა და კომერციული ბანკების გარდა, გავრცელდება არასაბანკო სუბიექტებზეც, კერძოდ, რეგისტრირებულ საგადახდო მომსახურების პროვაიდერებზე და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე. აღნიშნული კი საგადახდო ბაზარზე ერთიანი სტანდარტის დანერგვას უზრუნველყოფს ყველა იმ სუბიექტისთვის, რომლებიც საბარათე ინსტრუმენტს უშვებენ ან საქონლის/მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდას უზრუნველყოფენ ( ე.წ. ექვაირინგი).

2011 წელს მიღებული რეგულაცია ვეღარ პასუხობდა საგადახდო სფეროში არსებულ თანამედროვე, უახლეს ტექნოლოგიებსა და ინოვაციებს. მაგალითად, ვირტუალური/ციფრული ბარათებისა და აპლიკაციების ფუნქციონირებისათვის ფიზიკური პლასტიკის ბარათის არსებობა სავალდებულო არ არის. კანონმდებლობის დონეზე, ასევე, განიმარტა მრავალფუნქციური ბარათის ქო-ბეჯინგის ცნება, რომელიც ერთ ბარათზე სხვადასხვა გადახდის სქემის (მაგალითად, ტრადიციული საბარათე და ინოვაციური მყისიერი გადახდების სქემები) არსებობის საშუალებას იძლევა.

ამ დებულებით პირველად დარეგულირდა საქონლის ან მომსახურების საფასურის საბარათე ინსტრუმენტებით გადახდის საკითხები. ექვაირინგის მომსახურების ნაწილი, როგორიცაა სავაჭრო/მომსახურების ობიექტებთან ურთიერთობა და მათი ტექნიკური უზრუნველყოფა, შესაძლოა სხვა რეგულირებადმა პირმა აწარმოოს, რომელსაც სუბ-ექვაირერი ეწოდება. დებულება ასევე ფარავს სავაჭრო პლატფორმების (market place) კონცეფციასაც.

დებულების მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა მომხმარებელთა უფლებების დაცვის საკითხს. კერძოდ, დეტალურადაა გაწერილი მომხმარებელთან გასაფორმებელი მომსახურების ხელშეკრულების ძირითადი პირობები და პროვაიდერის ვალდებულება, რომლის მიხედვით მან მომხმარებელს უნდა გააცნოს საბარათე ინსტრუმენტის გამოყენების წესები, თაღლითობისგან დაცვის მექანიზმები, საბარათე ოპერაციებთან დაკავშირებული კონვერტაციის პრინციპები და სხვა.
NS

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი