უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

18 მარტი, 2022 19:38
font-size

ვლადიმერ ბოჟაძე „ნაციონალურ მოძრაობას“: დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი

„დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ“, - ასე მიმართა თბილისის საკრებულოს სხდომაზე პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა ვლადიმერ ბოჟაძემ.

საკრებულოს წევრმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინის სახელმწიფოს, ხალხს სრული მხარდაჭერა და თანადგომა გამოუცხადა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე სრულად უჭერს მხარს უკრაინას, მაშინ როდესაც ქვეყანაში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობა“ უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ საქართველო რუსეთთან ღია კონფრონტაციაში როგორმე ჩაერთოს.

„სანქციების დაწესებას ითხოვს პოლიტიკური პარტია, რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თავად დაუწესა „სანქციები“ რუსეთს. ვგულისხმობ უვიზო რეჟიმს, რომლის გაუქმებისკენ ახლა თავად მოგვიწოდებენ. შევახსენებ მათ, რომ 2012 წლის 9 აპრილს მიხეილ სააკაშვილი პირადად მივიდა ლარსის საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე და მადლობები უხადა რუსეთის მოქალაქეებს იმისათვის რომ ისინი ქვეყანაში შემოდიოდნენ. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ომის მერე, მხარი დაუჭირა მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას და სწორედ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გადასცა რუსეთს არაერთი სტრატეგიული ენერგეტიკული ობიექტი. მინისტრ ვანო მერაბიშვილი ამბობდა რომ ის „მზად არის დაეხმაროს რუს მეგობრებს პოლიციის რეფორმაში“. თავად ვანო მერაბიშვილი აღიარებდა, რომ თქვენ ღია იყავით რუსი ტურისტებისთვის, ბიზნესებისთვის, ინვესტიციებისთვის რომლის 80% სახელმწიფო კაპიტალი ანუ უშუალოდ რუსეთის ხელმძღვანელობის კონტროლირებადი ფინანსები და რესურსები იყო და იშველიებდა ცნობილ პერეფრაზს, რომ ფულს თურმე სუნი არა აქვს და ნებისმიერი ინვესტიცია და კაპიტალი საქართველოში არის მისასალმებელი, მათ შორის რუსული“, - განაცხადა საკრებულოს სხდომაზე ვლადიმერ ბოჟაძემ.

მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ბრძოლის პრობლემა არავის აქვს და ბოლო ათი წელი როგორ მთავრდება ეს ბრძოლა ყველა დონის არჩევნებში ჩანს.

„თქვენ ძირს უთხრით სახელმწიფოს და პირდაპირ მოღალატეობრივ საქმიანობას ეწევით. დაანებეთ ჩვენი სახელმწიფოს მტრობას თავი, ძალიან გთხოვთ. მშვიდობა და წარმატებები უკრაინას და მშვიდობა და წარმატებები საქართველოს“, _ განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი