უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

20 ნოემბერი, 2023 16:05
font-size

საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

თემურ ალასანიას დისშვილმა სცადა ერთხელ ომის გზით ტერიტორიების დაბრუნება და მოგეხსენებათ, რაც მოიტანა ამ ყველაფერმა ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია, აფხაზეთის ოკუპაცია, სამაჩაბლოს ოკუპაცია. ჩვენ არ გვინდა ალასანიას და მისი დისშვილის გამოცდილების გამეორება, ეს წარმოუდგენელია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

“ბუნებრივია, ჩვენ გვაქვს სხვა პოლიტიკა და რა თქმა უნდა, ეს ადამიანები ამით არიან გაღიზიანებული. ერთი, რომ საკუთარი ცოდვები აწუხებთ და მეორე, საქართველოში უნდათ იმ უბედურების გამეორება, რაც 2008 წელს ვიხილეთ ჩვენ ქვეყანაში. რა თქმა უნდა, ამას ვერ ეღირსება ვერც თემურ ალასანია, ვერც მისი დის შვილი და გარდა ამისა, როდესაც საუბარია დემოკრატიაზე, ესეც ენატრებათ ამ ადამიანებს, ენატრებათ ის დრო, როდესაც სააკაშვილი ავტორიტარული მეთოდებით მართავდა ამ ქვეყანას, როდესაც ის იყო დიქტატორი ამ ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, ამ ნოსტალგიის გამოძახილია ის განცხადებები, როლებიც კეთდება ალასანიას მხრიდან, მიხეილ სააკაშვილის ბიძის მხრიდან. მათი გამოცდილებისგან განსხვავებით საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობა და დემოკრატია, ეს არის ჩვენი სულისკვეთებაა, ჩვენი პოლიტიკა განსხვავებით ამ რეჟიმის ლიდერების პოლიტიკისგან.

პერიოდულად მათ აქვთ ხოლმე წამოცდენები და საზოგადოებას აღიარებით ჩვენებას აძლევენ და ეს იყო მორიგი წამოცდენა, რაც თემურ ალასანიას ჰქონდა. რა თქმა უნდა, მათი სურვილი, მიზანი არის რადიკალიზმის, პოლარიზაციის გაღვივება ადამიანების ერთმანეთთან დაპირისპირება, ეს უბრალოდ წამოსცდათ. ისინი ამას ხომ აკეთებენ მთელი ამ წლების განმავლობაში. რასაც მთელი ეს წლები აკეთებენ ამ რეჟიმის და ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ის, უბრალოდ, კიდევ ერთხელ წამოსცდა თემურ ალასანიას“,-აცხადებს კობახიძე.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძამ თემურ ალასანიამ აშშ-ში, ემიგრანტებთან შეხვედრაზე წართმეული ტერიტორიების დაბრუნების თაობაზე ისაუბრა.

„სად გინახავთ ისტორიაში ძალით წართმეული ტერიტორიის მარტო მშვიდობიანი შელოცვების გზით დაბრუნება? მოდით, შევულოცოთ ახლა, ერთად ჩამოვიკიდოთ ხატი კისერზე, დავიჭიროთ დიდი სანთელი, სამჯერ შემოუაროთ აფხაზეთს, ვთქვათ „ფუი, ეშმაკს“ და დაგვიბრუნდება. არ მოხდება.

გაყოფილი, გახლეჩილი, ერთმანეთს დატაკებული საქართველო მირჩევნია, იმიტომ, რომ ეს არის პლურალიზმი, დემოკრატია, თავისუფლების საზომები“, – განაცხადა თემურ ალასანიამ, რომლის კომენტარს „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი