პოლიტიკა
დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად განადგურებაში - ირაკლი კობახიძე
დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა “იმედი LIVE”-ში განაცხადა.
პრემიერის თქმით, ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეიძლება განიხილებოდეს, როგორც აგენტურა.
„დიფ სთეითი ძალიან დაგვეხმარა რადიკალური ოპოზიციის პრაქტიკულად, განადგურებაში. ეს იყო ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ამოცანა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში დემოკრატიული სისტემა ვერ განვითარდება, ვიდრე ეს რადიკალიზმი არ დასრულდება და რადიკალური ოპოზიცია არ ჩანაცვლდება ჯანსაღი ოპოზიციით. დიფ სთეითი დაგვეხმარა იმ ნაბიჯებით, რომელიც მოიაზრებდა ვა-ბანკზე წასვლას. ისინი წავიდნენ ვა-ბანკზე, მაქსიმალურად გაშიფრეს ყველა და ყველაფერი, სრული ლუსტრაცია განახორციელეს საკუთარი ხელით ყველა იმ რესურსის, რომელიც შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც აგენტურა ჩვენს ქვეყანაში. ამაში შედიან რადიკალური პარტიები, ენჯეოები და მათი კუთვნილი მედიასაშუალებები. დიფ სთეითმა გაშიფრა ყველა და ყველაფერი.
ჯერ იყო პარტიების რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო „ჟურნალისტების“ რევოლუციის მცდელობა, შემდეგ იყო ენჯეოების რვოლუციის მცდელობა, ახლა არის მეოთხე, „არავის“ რევოლუციის მცდელობა, ანუ, არავინ არ აწყობს რევოლუციას, არსებობს ამორფული მასა რომელიც არის გამოსული. ეს ოთხივე მცდელობა ჩავარდა. შემდეგზე რას გააკეთებენ არ ვიცი, შეიძლება, პირდაპირ ელჩები გამოიყვანონ და ელჩების რევოლუციის მცდელობა იყოს მეხუთე, ამასაც არ გამოვრიცხავ, ხედავთ, როგორი განცხადებებით გამოდიან კონკრეტული ელჩები. პატივს ვცემ ბატონ ჰერჩინსკის, მაგრამ ყველაფერში ჩართეს. ის ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, იმიტომ, რომ მას დიფ სთეითი არ აძლევს საშუალებას, რომ ელჩად იმუშაოს ამ ქვეყანაში. ჰქონდა გარკვეული მცდელობა თუმცა მაშინვე მიუჩინეს სამწუხაროდ თავისი ადგილი და რეალურად ჩართეს წინასაარჩევნო აგიტაციაში კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. პირდაპირ გააკეთა განცხადება და ქართველ ხალხს უთხრა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე ქვეყანა ვერ დაბრუნდებოდა, თუ არ იაქტიურებდნენ ხელისუფლების საწინააღმდეგოდ ანუ კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ სასარგებლოდ. შემდეგ ხედავთ არჩევნების შემდგომ განცხადებებს და ქმედებებს. ეს ძალიან სამწუხაროა. ხედავთ სხვა ელჩებს, თუ რას აკეთებენ ბალტიისპირეთის, სკანდინავიის ქვეყნები, გერმანია და ა.შ. ნაცვლად ელჩობისა, ისინი სხვა საქმიანობით არიან დაკავებულები, პირდაპირ არიან ჩართულები პოლიტიკურ აქტივობებში, რაც არის ვენის კონვენციის პირდაპირი, უხეში დარღვევა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში საქართველოზე მომზადებულ ანგარიშს აქვეყნებს
13 მარტი, 2026 , 08:52
„ელენე ხოშტარიას საქმე და პოლიტიკური პატიმრები „ქართული ოცნების“ რეჟიმის ქვეშ“ - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო
12 მარტი, 2026 , 15:53
შემოყვანის აკრძალვის ნაცვლად, 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილებზე დაწესდება განბაჟების 4.5 ლარიანი ტარიფი, ანუ აქციზი იქნება შესაბამისი თანხით განსაზღვრული, ერთ კუბზე 4.5 ლარი - ირაკლი კობახიძე
12 მარტი, 2026 , 15:28
მიხეილ ყაველაშვილი პერე ჟოან პონს სამპიეტროს შეხვდა
10 მარტი, 2026 , 12:49
სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის განცხადებით, ყულევის ნავთობის ტერმინალი სანქციათა მე-20 პაკეტიდან ამოიღეს
10 მარტი, 2026 , 11:55
ირაკლი კობახიძემ მოჯტაბა ხამენეის, ირანის ისლამური რესპუბლიკის უმაღლეს ლიდერად არჩევასთან დაკავშირებით, ოფიციალური მილოცვა გაუგზავნა
10 მარტი, 2026 , 11:20


