უახლესი ამბები
- 10.10.2025 14:42მშვიდობის დარგში ნობელის 2025 წლის პრემია ვენესუელელ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, მარია კორინა მაჩადოს გადაეცა
- 10.10.2025 14:18მოვუწოდებთ დაცვის მხარეს, წარმოადგინონ დაკავებულებზე კამპანიური ინფორმაციების დამადასტურებელი დოკუმენტები, რათა ვიმსჯელოთ აღკვეთის ღონისძიების ამა თუ იმ სახის მიზანშეწონილობაზე - პროკურატურა
- 10.10.2025 10:56პოლიციამ პოლონეთის მოქალაქეების მიმართ ძალადობის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:53პოლიციამ კახეთში ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო დათესვა-მოყვანა -კულტივირების ბრალდებით ორი პირი დააკავა
- 10.10.2025 10:46საქართველოში სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო
- 10.10.2025 10:03დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
- 10.10.2025 09:49საქართველოში მიწისძვრა მოხდა
- 10.10.2025 09:44შსს-მ 4 ოქტომბერს თბილისში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი პირი დააკავა
- 10.10.2025 09:00დღის კალენდარი - 10 ოქტომბერი
არქივი
პოლიტიკა

„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს - ირაკლი კობახიძე
„დიფ სთეითის“ ხელწერა ყველა ქვეყანაში უცვლელია - როდესაც გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ღამის კურიერში“ განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, საქართველოს შემთხვევაში ეს კამპანია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2011 წელს დაიწყო.
„კამპანია ახლად დაფუძნებული საზოგადოებრივი მოძრაობის რუსულ საწყისებზე სათავეს იღებს 2011 წლიდან, ჯერ კიდევ პარტიაც არ იყო დაფუძნებული. როცა 2011 წლის ბოლოს ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა განაცხადი პოლიტიკაში შემოსვლასთან დაკავშირებით, იქიდან მოყოლებული უკვე წარმოებს კამპანია პრორუსულობასთან დაკავშირებით და ეს არის ძალიან მარტივი ხელწერა. ეს არის ე.წ „დიფ სთეითის“ ხელწერა. ეს არ არის ჩვენს მიერ მოგონილი ტერმინი, ჩვენ სხვა ტერმინსაც ვიყენებდით, ჩვენი ტერმინი იყო „გლობალური ომის პარტია“ და რასაც ჩვენ „გლობალური ომის პარტიას“ ვუწოდებდით, იმას მოიხსენიებს პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაცია, როგორც „დიფ სთეითს“. რეალურად ხელწერა უცვლელია ქვეყნების მიხედვით, პრაქტიკულად იდენტურია ეს ხელწერა. არის მარტივი იარლიყი - პრორუსი და როდესაც შენ გინდა, დისკრედიტებულად გამოიყვანო პოლიტიკური ძალა, რომელიც არ მოგწონს, მარტივად აწებებ პრორუსის იარლიყს და ეს ხდება სხვადასხვა ქვეყანაში. რომ გავიხსენოთ ჩვენი მეგობარი ვიქტორ ორბანი, ისიც მოიხსენიება, როგორც პრორუსი პოლიტიკოსი და არც პრორუსულობის არავითარი ნიშანწყალი არ არის უნგრეთში და არც სხვა, რა ტერმინებსაც იყენებენ ხოლმე ვიქტორ ორბანის წინააღმდეგ, მაგალითად დიქტატორი და ა.შ.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
საკვანძო სიტყვები:
სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან, სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება - შალვა პაპუაშვილი
10 ოქტომბერი, 2025 , 14:49
„მეგობარი აქტის“ ავტორს 80 ათასი აქვს აღებული იმაში, რომ ჩვენი ქვეყანა გააშავოს - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:38
ყველა ბოროტება, რაც ხდება ქვეყანაში, ბოლო წლების განმავლობაში, არის გარედან თავსმოხვეული, „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ მყოფი ადამიანების შემოქმედებაა - კახა კალაძე
10 ოქტომბერი, 2025 , 14:31

დღეს, საკანონმდებლო ორგანოს წინ, ექიმების საპროტესტო აქცია გაიმართება
10 ოქტომბერი, 2025 , 10:03

ირაკლი კობახიძეს მივმართავ: ერთ მშვენიერ დღეს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი კეთილს ნამდვილად ინებებს, მაგრამ არ ვიცი, ეს თქვენ კეთილებს რამდენად მოეწონება - ლელა ჯეჯელავა
9 ოქტომბერი, 2025 , 16:07

ჯინ შაჰინი და ჯიმ რიში „გლობალური ომის პარტიის“ გავლენის ქვეშ არიან -კახა კალაძე
9 ოქტომბერი, 2025 , 14:21