უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

14 თებერვალი, 2018 11:45
font-size

ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობისკენ მოუწოდებს

მოგმართავთ ყველას, გამოიყენეთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამით სარგებლობის უნიკალური შესაძლებლობა, რადგან ის უსასრულოდ არ გაგრძელდება, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

სერგეენკოს თქმით, შესაძლოა მერე დაავადებასთან ადამიანები ერთი-ერთზე დარჩნენ და გადასახდელი გაუხდეთ თანხა, რომელიც ჯერ კიდევ ძალიან მაღალია.

წამყვანის შეკითხვაზე, იგეგმება თუ არა ამ მიმართულებით ცვლილებები, დავით სერგეენკომ აღნიშნა, რომ კონტრაქტი, რომელიც ორი წლის წინ გაფორმდა, 10–წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს და ათი წელი უსასრულო დრო არ არის.

„ჩვენ გვქონდა რაღაც ჩამოყალიბებული ტრადიცია შიდსთან მიმართებით, როდესაც ეს უკიდურესად დახურული საზოგადოება იყო და, სამწუხაროდ, ნაწილობრივ, ასეც რჩება. იგივე იყო C ჰეპატიტის შემთხვევაშიც, მაგრამ ჩვენ გარღვევა მოვახერხეთ და ახლა ბევრი მხარდამჭერი გვყავს. სტიგმის გარღვევა არანაკლები მნიშვნელობის იყო, ვიდრე საკუთრივ მედიკამენტზე ხელმისაწვდომობა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ სახელმწიფო სისხლში ტყვიის შემცველობის ანალიზის მასშტაბური კვლევის დაფინანსებას გეგმავს: „ეს კვლევა წელსვე დაიწყება და მასში მონაწილეობას მიიღებს ჯანდაცვის სამინისტრო, დაავადებათა კონტროლის ცენტრი და გაერო–ს ბავშვთა დაცვის ფონდი.“

ცირა გურგენიძე

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი