უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

18 ნოემბერი, 2019 19:15
font-size

ჯანდაცვის სამინისტროსა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და ადვოკატთა ასოციაციას შორის მემორანდუმი გაფორმდა

ქვეყანაში შრომის უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრების და ცნობიერების ამაღლების მიზნით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტსა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დოკუმენტი მიზნად ისახავს ქვეყანაში, ახლად ამოქმედებული, შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის გაცნობასა და სწავლებას ადვოკატთა ასოციაციის წევრებისთვის, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელებას, ერთობლივი სასწავლო სახელმძღვანელოების, ასევე სხვა სახის პუბლიკაციების მომზადებას და იმ ღონისძიებების გატარებას, რაც შრომის უსაფრთხოების საკითხების პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. დოკუმენტს ხელი შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა ბექა ფერაძემ და ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა მოაწერეს.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის თქმით, ადვოკატთა კორპუსის ჩართულობა ქვეყნის მასშტაბით, უსაფრთხოების საკითხებში ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს.

„ადვოკატები წარმოდგენილი არიან მთელი საქართველოს მასშტაბით და განსაკუთრებით რეგიონალურ ჭრილში სადაც მეტია გამოწვევა, მნიშვნელოვანია, რომ მოხდეს ცნობიერების ამაღლება. ადვოკატები თავიანთ კომპანიებში მოახდენენ საკითხის პოპულარიზაციას და ამ მიმართულებით მოხდება მეტი პრევენცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და ეს ქვეყანაში უსაფრთხოების კულტურის დამკვიდრებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.

„მხარეებმა გადავწყვიტეთ, რომ ურთიერთანამშრომლობის ნიადაგზე მოვახდინოთ შრომის უსაფრთხოების მიმართულებით აქტიური ტრენინგების ჩატარება, რაც ნამდვილად შეუწყობს ხელს შრომითი უფლებების დაცვას, მათ შორის უსაფრთხო შრომის გარემოს შექმნას ჩვენს ქვეყანაში და ამ მემორანდუმს მოჰყვება აქტიური ქმედითი ნაბიჯები ჩვენი ორი ინსტიტუციის მხრიდან,“- განაცხადა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ დავით ასათიანმა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი