უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

16 ოქტომბერი, 2017 17:15
font-size

ჯანსაღი ცხოვრების დანერგვასა და პოპულარიზაციაში სახელოვანი სპორტსმენების თანადგომა მნიშვნელოვანი იქნება - კახა კალაძე

თქვენ ხართ ის ადამიანები, რომლებსაც ძალიან დიდი წვლილი აქვთ შეტანილი ჩვენი ქვეყნის სპორტულ ცხოვრებაში და საქართველოს წინსვლაში. დღესაც აგრძელებთ თქვენს საქმიანობას და დარწმუნებული ვარ, მომდევნო წლების განმავლობაში ჩვენ ერთად კიდევ ძალიან ბევრ საქმეს გავაკეთებთ ჩვენი დედაქალაქისა და ჩვენი ქვეყნისთვის“ - აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ ქართული სპორტის დამსახურებულ წარმომადგენლებთან შეხვედრისას გააკეთა.

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატის თქმით, სახელოვანი სპორტსმენების ჩართულობა და თანადგომა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვასა და პოპულარიზაციაში.

„მე მაქვს თითოეული თქვენგანის თანადგომის და მხარდაჭერის იმედი. მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თქვენც უნდა გქონდეთ ჩემი იმედი, რადგან ეს ქალაქი ყველას გვიყვარს, ყველას გვაქვს ამბიცია, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს უფრო ლამაზი და კეთილმოწყობილი. ვფიქრობ, ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში და დედაქალაქის განვითარებაში თითოეული ჩვენგანის როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველამ უნდა დავდოთ თითო აგური ამ საქმეში“ - აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის მერობის კანდიდატმა სპორტსმენებს თბილისის განვითარების პროგრამული ხედვა გააცნო. შეხვედრას, ასევე, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი ესწრებოდა.

„დარწმუნებული ვარ, დედაქალაქი ერთ-ერთი სპორტული ქალაქიც გახდება. ეჭვი არ გვეპარება, რომ კახა წარმატებული მერი იქნება, რადგან ის წარმატებული იყო ყველა სფეროში და ამას მიაღწია თავდაუზოგავი შრომით, ქვეყნის განსაკუთრებული სიყვარულით, უამრავი განსაცდელის მიუხედავად, ის ყოველთვის იყო ქვეყნის სამსახურში, ერთგული ადამიანია და ამ თვისებებით ის შეძლებს, რომ საქართველოს ისტორიაში თბილისის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მერი იყოს“ - განაცხადა სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა.

კახა კალაძის პროგრამულმა ხედვამ სპორტსმენების მოწონება და მხარდაჭერა დაიმსახურა.

„პროგრამა შესანიშნავია. მისი მესამედიც რომ განხორციელდეს, ეს იქნება ბრწყინვალე. ყველაფერი გათვლილია და ბატონი კახას ენერგიიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, ის მერობის ღირსეული კანდიდატია და ეჭვი არ მეპარება, რომ ამ საარჩევნო რბოლას გამარჯვებით დაასრულებს. მე ვერ ვხედავ უბრალოდ მის კონკურენტს. ვფიქრობ, რომ მართლაც შთამბეჭდავია ეს პროგრამა“ - აღნიშნა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოჭადრაკე ნონა გაფრინდაშვილმა.

„კახა რეალისტი კაცია და რეალურად აქვს შეფასებული რამდენად საპასუხისმგებლო პოსტზე უნდა ავირჩიოთ. ის სიტყვის კაცია და ჩვენც გვერდით დავუდგებით, რომ ეს წარმოდგენილი გეგმა შეასრულოს“ - განაცხადა ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ალექსანდრე ჩივაძემ.

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი