უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

19 ივლისი, 2018 16:00
font-size

ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად დარჩეს - გედევან ფოფხაძე

უმრავლესობის დეპუტატი გედევან ფოფხაძე „ქართული ოცნების“ დატოვებას არ აპირებს და აცხადებს, რომ ეცდება, თანაგუნდელები დაარწმუნოს, დეპუტატ დავით ჭიჭინაძის პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილება შეცვალონ.

როგორც ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ განცხადებები ემოციურ ფონზე კეთდებოდა.

„გუშინ ემოციურ ფონზე კეთდებოდა განცხადებები და მინდა, საზოგადოებამაც და თანაგუნდელებმაც გააზრებულად და მშვიდ ვითარებაში იმსჯელონ ამ საკითხებზე და მშვიდი გადაწყვეტილებები მივიღოთ. პოზიცია, რაც პარტიის პოლიტსაბჭოს ბიურომ დააფიქსირა, არ არის ბოლო ინსტანცია, რადგან გადაწყვეტილება შეიძლება, დავით ჭიჭინაძემ პოლიტსაბჭოში სადაო გახადოს და მაშინ პარტიის თავმჯდომარესაც მიეცემა საშუალება, ამ პროცესში მონაწილეობა მიიღოს“, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

მისივე თქმით, თუ გუნდში არის განსხვავებული აზრები, პოზიციები გუნდის შიგნითვე უნდა შეჯერდეს.

დეპუტატის განცხადებით, მისი გუშინდელი განცხადებები გადაჭარბებული და ემოციური იყო, რისთვისაც ბოდიშს იხდის.

„ხაზგასმით ვამბობ, რომ გუშინდელი ჩემი განცხადებები იყო გადაჭარბებული და ემოციური. ამისთვის ბოდიშს ვუხდი ჩემს კოლეგებს და მინდა, მათაც გაითვალისწინონ ეს. საერთოდ, ბოდიშების მოხდა პრობლემად არ მიმაჩნია, მაგრამ ამას ჩემი მხრიდან ქრონიკული ხასიათი არასდროს ექნება. ვაკეთებ, რადგან მინდა, ჩემმა კოლეგებმაც გაითვალისწინონ, რომ გვჭირდება დიალოგი და ერთმანეთს გული არ უნდა ვატკინოთ და საერთო პოზიციები უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა დეპუტატმა.

ამასთან, ის მიიჩნევს, რომ ჯერ კიდევ არსებობს რესურსი, დავით ჭიჭინაძე „ქართული ოცნების“ გუნდის წევრად დარჩეს.

„თუ ვინმეს რამე წყენა აქვს კერძო საუბრებზე და რაღაც განცხადებების გამო, ეს უნდა შეჯერდეს. ჩვენი ამოცანა არის საპარლამენტო რესპუბლიკის შექმნა, რაც ნიშნავს, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში არსებული აზრთა სხვადასხვაობა ქვეყნის ცხოვრების პოლიტიკური გენერატორი უნდა იყოს. ამიტომ, პოზიციები უნდა შეჯერდეს, დიალოგი გაგრძელდეს და არ მგონია, რომ ეს პროცესი დავით ჭიჭინაძის გარეშე უნდა წარიმართოს“, – აცხადებს გედევან ფოფხაძე.

კომკავშირთან დაკავშირებულ კითხვაზე კი, გედევან ფოფხაძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მან გუშინ ემოციური განცხადება გააკეთა და ეწყინა, რომ პარტიის გადაწყვეტილება ჟურნალისტებისგან გაიგო.

„ეს იყო ემოციური რეაქცია ინფორმაციაზე, რომელიც მივიღე. ეს ხომ ისედაც უტრირებული შეფასებაა, რაზეა საუბარი, ხშირად გამომითქვამს განსხვავებული აზრი, გუნდის შიგნითაც და გუნდის გარეთაც მქონია განსხვავებული პოზიცია გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. ეს არასდროს გამხდარა ჩემს მიმართ რამე დისკომფორტის საფუძველი, თუნდაც ბოლო მოვლენებიც გახსოვთ. ვფიქრობ, „ქართულ ოცნებას“ აქვს რესურსი, პოლიტიკური დიალოგის ფორმატში გააგრძელოს ერთიან გუნდად მუშაობა, საუბარი, ურთიერთობა. ვინც ამას ხელს შეუშლის, მოგვთხოვონ, არ არის პრობლემა. ეს ფორმატი უნდა არსებობდეს რეალურად. მიმაჩნია, რომ ბიძინა ივანიშვილის პარტიაში დაბრუნებით ეს რესურსი გაგვეზარდა და მინდა, ამ შემთხვევაშიც გამოჩნდეს“, – ამბობს გედევან ფოფხაძე.

რაც შეეხება იმას, მოსალოდნელია თუ არა, რომ ფოფხაძემ პარტია „ქართული ოცნება“ დატოვოს ან პარტიამ მიიღოს მის მიერ გუნდის დატოვების გადაწყვეტილება, დეპუტატი ამბობს, რომ შესაძლოა, ეს საკითხი პარტიამ დააყენოს.

„შეიძლება მათ დააყენონ ეს საკითხი, მაგრამ მესმის მათი. ამიტომ მათ წყენინებას არ ვაპირებდი, ბოდიშს ვუხდი, მაგრამ იმედია, ისინიც გაიგებენ, მე ადამიანურად მეწყინა, ინფორმაცია საკითხის ასე გადაწყვეტის თაობაზე გავიგე ჟურნალისტებისგან და უმრავლესობის წევრთან მიმართებაში როცა საკითხი წყდებოდა, არ გვქონდა საშუალება რამე ფორმით აზრი გამოგვეთქვა“, – განაცხადა ფოფხაძემ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი