უახლესი ამბები
- 17.02.2026 15:01ირაკლი კირცხალია „გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს: ენა როგორ გიბრუნდებათ, როდესაც დასახიჩრებულ ადამიანებზე საუბრობთ, ვნახეთ, რა მოხდა 20 ივნისს გახარიას ბრძანებით
- 17.02.2026 14:50ჟენევაში აშშ-ისა და ირანს შორის მოლაპარაკებები მიმდინარეობს
- 17.02.2026 14:35თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
- 17.02.2026 14:28ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
- 17.02.2026 14:15საქართველოს ბანკი ახალ YouTube პროექტ “ფორმაში”-ს იწყებს
- 17.02.2026 13:5118 და 19 თებერვალს საქართველოში მოსალოდნელია წვიმიანი ამინდი, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი
- 17.02.2026 13:35უკრაინის შეიარაღებული ძალები რუსეთის მასშტაბური იერიშის შესახებ იუწყებიან
- 17.02.2026 13:21საზოგადოებრივი კვების რამდენიმე ობიექტში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა, შვიდ ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა -სურსათის ეროვნული სააგენტო
- 17.02.2026 13:11ჟენევა – ამერიკის ქმედების გამოცდა ირანული დიპლომატიის ლოგიკის წინაშე - სეიედ ალი მოჯანი
- 17.02.2026 11:30თბილისის ანძას შესაბამისი ქვეყნის დროშის ფერებში ოფიციალური მომართვის შემდეგ ვანათებთ, ლიეტუვის საელჩოს ჩვენთვის წერილით არ მოუმართავს - კახა კალაძე
არქივი
სამართალი
დოდო გუგეშაშვილი მკველეობის საქმეში საინტერესო დეტალების გამოკვეთაზე საუბრობს
როდესაც საქმეს ვეცნობოდით, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში, - ამის შესახებ თადარიგის პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა “პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსში“ განაცხადა. მისივე თქმით, არანაირი საფუძველი არ აქვს, რომ გამოძიებას არ ენდოს.
თადარიგის პოლკოვნიკის დოდო გუგეშაშვილის განცხადებით, როდესაც ის ადვოკატთან ერთად მასზე და თავის შვილზე თავდასხმის საქმეს ეცნობოდა, რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა, რასთან დაკავშირებითაც შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრა სურს.
მისი თქმით, შინაგან საქმეთა მინისტრთან შეხვედრის საშუალება, სამწუხაროდ, აქამდე არ ჰქონიათ, თუმცა მის მიმართ მაღალი ნდობის ფაქტორი გააჩნია და გამოძიების უფრო სწრაფად წარმართვის იმედი აქვს.
„საკმაოდ დიდი დრო გავიდა, თუმცა, შეიძლება არც ისე დიდი დრო იყოს გამოძიებისთვის და ასეთი საზარელი მკვლელობისთვის, რომელიც ცხელ კვალზე ვერ გაიხსნა ობიექტური მიზეზების გამო. ჩემს ადვოკატთან ერთად გავეცანი მასალებს. გამოძიება, შეიძლება ითქვას, სრულად მობილიზებულია, ძალიან ბევრი მიმართულებით მუშაობს. როდესაც საქმეს ვეცნობოდით, ჩემთვის და ჩემი ადვოკატისთვის რამდენიმე საინტერესო დეტალი გამოიკვეთა. ვერ ვიტყოდი, რომ ხელჩასაჭიდი, მაგრამ არის ჩვენთვის საინტერესო გარკვეული დეტალები. ამასთან დაკავშირებით მინდა შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავაყენო საქმის კურსში. არა იმიტომ, რომ გამოძიებას არ ვენდობი“,- ამბობს დოდო გუგეშაშვილი.
გუგეშაშვილი ამ დღეებში შსს-თვის ოფიციალური განცხადებით მიმართვას აპირებს.
„მე ვფიქრობ, უფრო მალე და უფრო სწრაფად წავა გამოძიება. არანაირი საფუძველი არ არსებობს იმის, რომ გამოძიებას არ ვენდოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში დროს ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მეჩვენება, რომ უკვე საკმაოდ გავიდა, თუმცა, ისევ ვიმეორებ, რომ გამოძიებისთვის არაა ეს დრო საკმარისი, რომ რეალური შედეგი დაიდოს”, - განაცხადა დოდო გუგეშაშვილმა.
აფხაზეთის ომის ვეტერანს, შეიარაღებული ძალების თადარიგის პოლკოვნიკ დოდო გუგეშაშვილსა და მის შვილს გრიგოლ გუგეშაშვილს ცეცხლსასროლი იარაღიდან დიღმის მასივში, მათსავე საცხოვრებელ ბინაში 7 თებერვალს ესროლეს. გრიგოლ გუგეშაშვილი ადგილზე გარდაიცვალა, დოდო გუგეშაშვილი კი მძიმე მდgომარეობაში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.
შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის და დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 19-109-ე მუხლებით დაიწყო.
ცირა გურგენიძე
საკვანძო სიტყვები:
თაღლითობის ბრალდებით თბილისის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი გამომძიებელი დააკავეს
17 თებერვალი, 2026 , 14:35
ლევან დავითაშვილი და გიორგი ჩიქოვანი იკითხებიან სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში - სუს-ი
17 თებერვალი, 2026 , 14:28
პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას წარუდგენს
17 თებერვალი, 2026 , 11:23
თბილისის სააპელაციო სასამართლომ პოეტი ზვიად რატიანი პატიმრობაში დატოვა
16 თებერვალი, 2026 , 17:17
მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუას წარდგინებები საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად არ მიიღო
16 თებერვალი, 2026 , 12:41
სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს
16 თებერვალი, 2026 , 11:00



