უახლესი ამბები
- 05.12.2019 18:44ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
- 05.12.2019 17:45ჩვენ მივაგენით სწორ ბალანსს მოსახლეობისა და ინვესტორის ინტერესებს შორის, რათა ჰესი აშენდეს - ნათია თურნავა
- 05.12.2019 17:38ილჰამ ალიევმა აზერბაიჯანის პარლამენტი დაითხოვა
- 05.12.2019 17:30პოლიციამ არასრულწლოვნების პორნოგრაფიის უკანონოდ დამზადება-გასაღებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით ორგანიზებული დანაშაულებრივი ქსელის კიდევ 11 წევრი დააკავა
- 05.12.2019 17:301 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9573 ლარი გახდა
- 05.12.2019 16:00ნიკა გვარამია სუს-შია დაბარებული
- 05.12.2019 15:40აშშ შეშფოთებულია საქართველოში პოლიტიკური დაძაბულობის ზრდით - ელიზაბეთ რუდი
- 05.12.2019 15:40მეუღლის მიმართ ძალადობისა და გაუპატიურების ფაქტზე ბრალდებულს 7 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 05.12.2019 15:20პროექტის „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, 6 ობიექტი გაიყიდა და 8 მლნ ლარზე მეტი შემოვიდა - ნათია თურნავა
- 05.12.2019 14:40მცირე და საშუალო მეწარმეები ტექნიკური წყლით სარგებლობის ლიცენზიებს მიიღებენ - ნათია თურნავა
არქივი
საზოგადოება


დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს იმის მტკიცების საფუძველს, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ქრთამი მიიღო - არასამთავრობო ორგანიზაციები
ცხრა არასამთავრობო ორგანიზაცია რუსთავი 2-ის საქმესთან დაკავშირებით ერთობლივი განცხადებას ავრცელებს.
არასამთავრობოებს რუსთავი 2-ის საქმის მოსამართლეების კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასა და მათზე სავარაუდო ზეწოლასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე კითხვები აქვთ.
,,რამდენიმე დღის წინ მედიისა და ზოგიერთი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან მტკიცებით ფორმაში გაჟღერდა ბრალდებები ტელეკომპანია „რუსთავის 2-ის” საქმის განმხილველი ერთ-ერთი მოსამართლის კორუფციულ გარიგებებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ბრალდებების თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახმა ტელეკომპანია „რუსთავის 2”-ის საქმეზე გადაწყვეტილების გამოტანის სანაცვლოდ 1 მილიონამდე ლარი მიიღო ქალაქ თბილისის მერიისგან.
აღნიშნული ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, მოგვმართა მოქალაქე ზვიად ჩოხელმა, რომელიც აცხადებს რომ ის წარმოადგენს მერიის მიერ გაცემული კომპენსაციის რეალურ ბენეფიციარს. ზვიად ჩოხელის მიერ მოწოდებული დოკუმენტაციის (ზვიად ჩოხელის ოჯახსა და ზვიად ნაზღაიძეს შორის, ასევე ბაკთანგაფორმებული ხელშეკრულებები; ინვესტორებთან გაფორმებული მემორანდუმები; მიწის ნაკვეთის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები სტიქიამდე და სტიქიისშემდგომ), ასევე საჯარო რეესტრის მონაცემების, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობისა და საკრებულოს განკარგულებების შესწავლის შედეგად, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ობიექტურ დამკვირვებელს არ მისცემს საფუძველს მტკიცებით ფორმაში დაასკვნას, რომ ნატა ნაზღაიძის ოჯახის მიერ სტიქიის შედეგად დაზარალებული ნაკვეთის საკომპენსაციოდ ერთ მილიონ ლარამდე თანხა ქრთამის სახით იქნა მიღებული.
მიგვაჩნია, რომ არსებულ ვითარებაში, მნიშვნელოვანია, ერთი მხრივ, მედიისა და საზოგადოების მხრიდან შეუზღუდავად და თავისუფლად ხდებოდეს კრიტიკული აზრის დაფიქსირება მიმდინარე განხილვებთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, საზოგადოებას მიეწოდოს სრულყოფილი და ობიექტური ინფორმაცია. განსაკუთრებით მაშინ, როცა გავრცელებული ბრალდებები ისეთი მძიმეა, როგორიცაა მოსამართლის მიერ ქრთამის აღება, ხოლო მოსამართლეები ეთიკის ნორმებიდან გამომდინარე შეზღუდული არიან გავრცელებული ბრალდებების საპასუხოდ განცხადებების გაკეთებისგან’’, - აცხადებენ არასამთავრობოები.
ამასთან, არასამთავრობო ორგანიზაციები უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საქმიანობაში უხეში ჩარევის შესაძლო შემთხვევებზე გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურნენ.
,,უკანასკნელ პერიოდში ასევე გავრცელდა ინფორმაცია უზენაეს სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2”-ის საქმის განმხილველი მოსამართლეების ბესარიონ ალავიძისა და პაატა ქათამაძის მიმართ განხორციელებული შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით. მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურაში აღნიშნული ფაქტების თაობაზე უზენაესი სასამართლოდან განცხადება 2017 წლის 14 იანვარს გადაიგზავნა ორი კვირის მანძილზე ეს ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი არ ყოფილა. მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებზე საინფორმაციო საშუალებებით გახდა ცნობილი თვით იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვისაც, რომელთაც კანონით ევალებათ მოსამართლეების დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა. აღსანიშნავია, რომ უახლოეს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა განაცხადეს მათზე ზეგავლენის მცდელობის შესახებ და საქმის გამოძიება დაიწყო. მიგვაჩნია, რომ გამოძიების დროულად და მიუკერძოებლად წარმართვის მიმართ არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და საქმის მნიშვნელობიდან გამომდინარე პროკურატურამ ეტაპობრივად უნდა გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები. გარდა ამისა, როგორც უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, ისე იუსტიციის უმაღლესი საბჭო ვალდებულია იყოს მეტად ინფორმირებული და ქმედითი მოსამართლეებზე ზეწოლის შესაძლო ფაქტებთან დაკავშირებით და დგამდეს რეალურ ნაბიჯებს მათი დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.
აქედან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და სასამართლოების სპიკერ-მოსამართლეებს - დროულად მოხდეს მოსამართლეების მიმართ ბოლო პერიოდში გამოთქმულ ბრალდებებთან, ისევე როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებზე განხორციელებულ შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით საზოგადოების სრულყოფილი ინფორმირება და მოსამართლეთა დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა;
პროკურატურას - უზრუნველყოს უზენაესი სასამართლოების მოსამართლეებზე შესაძლო ზეწოლის ფაქტებთან დაკავშირებით დროული, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ეტაპობრივად გაასაჯაროოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და მტკიცებულებები;
თბილისის მერიასა და საკრებულოს - შესაბამისი ოფიციალური განცხადების გავრცელების გზით სრულყოფილად მოხდეს მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებისა და მიზანშეწონილობის დასაბუთება და საზოგადოების ინფორმირება გამოთქმული ბრალდებების საპასუხოდ’’, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო, ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრი (EMC), „ღია საზოგადოება - საქართველო“ (OSGF), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC), პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), კონსტიტუციის 42-ე მუხლი, სამართლიანი არჩევნების და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED), სამოქალაქო განვითარების სააგენტო.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
ტექნიკურ უნივერსიტეტში, ძველი ქართული ხელნაწერების კონსერვაციის მიზნით, სამმხრივ მემორანდუმს მოეწერა ხელი
5 დეკემბერი, 2019 , 18:44
მოსწავლეები CERN-ში მოღვაწე ცნობილ ქართველ მეცნიერებს შეხვდნენ
5 დეკემბერი, 2019 , 14:40

რეგიონებში ორგანიზებული ძალადობის ავტორი ლაშა ნაცვლიშვილია - 400 ათასი კონტრაქციებისათვის
5 დეკემბერი, 2019 , 13:10

Mastercard-ის დაუჯერებელი მოგზაურობის ისტორია
5 დეკემბერი, 2019 , 13:00

გიორგის სიცოცხლისთვის!
5 დეკემბერი, 2019 , 11:25

ვარკეთილის მეტროსადგურმა მუშაობა განაახლა
4 დეკემბერი, 2019 , 18:04