უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

25 ოქტომბერი, 2017 17:20
font-size

ძალიან მძიმე და ემოციური შეხვედრა იყო - მეუფე დიმიტრიმ დეკანოზ გიორგი მამალაძე მოინახულა

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტმა მეუფე დიმიტრიმ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან მატროსოვის ციხეში გამართული შეხვედრაზე ისაუბრა.

მეუფე დიმიტრის აზრით, ე.წ. ციანიდის საქმე იყო შეთქმულება არა მარტო მის, არამედ მთლიანი ეკლესიის წინააღმდეგ.

„საკმაოდ მძიმე მდგომარეობაშია და თავისთავად, ეს გასაკვირი არ იყო. მამა გიორგი არის ისევ თავის აზრზე, რომ ეს იყო შეთქმულება ჩემ წინააღმდეგ. ჩვენ ამაზე საკმაოდ დიდხანს ვისაუბრებთ. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო შეთქმულება არ მხოლოდ ჩემ წინააღმდეგ, არამედ ეკლესიის წინააღმდეგ და ის, ვინც ეს დაგეგმა არის ძალიან ბოროტი ადამიანი - ჩემს საკუთარ გამზრდელთან, ბიძასთან, პატრიარქთან ამბოხში წინააღმდეგობაში ჩართულობა“, - თქვა მეუფე დიმიტრიმ.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტის თქმით, მას ბევრი შეკითხვა დაუგროვდა გამოძიების მიმართ.

„მე კითხვა დავსვი, რატომ ხარ შენ ამ საქმეში მთავარი მოქმედი პირი? - მე წინა პრესკონფერენციაზე აღვნიშნე, რომ ბევრი კითხვები დამიტოვა გამოძიებამ, ჰქონდა თუ არ ჰქონდა მას ციანიდი, ვერ დადასტურდა, რომ მან ნამდვილად შეიძინა ის, მაგრამ მე ძალიან მაშფოთებს ის ჩანაწერი, სადაც არის საუბარი დოზაზე, განეიტრალებასა და ა.შ. “, - განაცხადა მეუფემ.

დეკანოზს ისევ იმ პირებზე აქვს ეჭვი, ვისაც ის ე.წ. ციანიდის საქმის ორგანიზატორებად ასახელებდა.

„ის ისევ რჩება თავის აზრზე, რომ მას ეს მოუწყვეს და ეს მოუწყო ადამიანების იმ ჯგუფმა, ვისაც ასახელებდა და აცხადებს, რომ შორენა თეთრუაშვილისგან ჰქონდა შეკვეთა, რომ ჩამოეტანა და გადაეცა მისთვის“, - დაამატა მეუფე დიმიტრიმ.

მეუფე დიმიტრისთან საუბარში დეკანოზმა აღნიშნა, რომ პროკურატურის მიერ გამოქვეყნებული ვიდეო „უცნაურად იყო დამონტაჟებული“.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა ასევე აცნობა ჟურნალისტებს, რომ მამა გიორგის ბიზნესსაქმიანობის შესახებ არაფერი არ იცოდა.

„ვუსაყვუდურე, რომ არ ჩამაყენა საქმის კურსში ბიზნესებთან დაკავშირებით. მკაცრი საუბარი გვქონდა შეკვეთილ წერილებთან დაკავშირებითაც. იცით, რომ ბატონი ოქროს მოწმე ირაკლი მამალაძე ამბობს, რომ როდესაც ვიღაცის წინააღმდეგ წერილი იწერებოდა, მერე მამა გიორგი მეუბნებოდა, მეუფე დიმიტრი მადლობას გიხდისო. მეუფე იაკობი ოხანაშვილსა და მამა გიორგის ადებდა ხელს. მაშინ სულ პირჯვრის წერით დაიფიცა, რომ არანაირი შეხება არ ჰქონდა სტატიებთან. ახლაც იგივე თქვა, რომ არანაირი შეხება არ მქონდაო“,- განაცხადა მეუფემ.

დეკანოზმა მეუფე დიმიტრისთან შეხვედრა რამდენიმე თვის წინ მოითხოვა, რადგან ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი მისი სულიერი მოძღვარია. როგორც მეუფე დიმიტრიმ აღნიშნა, იმდენი ხანი იმიტომ არ მოინახულა, რომ მძიმე ემოციურ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

„მე ხშირად მსაყვედურობენ, ამდენი ხანი რატომ არ მოვინახულე. ჯერ ერთი, გამოძიების დროს ზედმეტი კითხვები რომ არ დასმულიყო, თავი შევიკავე. ერთ-ერთი მღვდელმთავარი როდესაც შევიდა მამა გიორგისთან, ჩვენ ჯერ კიდევ გერმანიაში ვიყავით, გაჩნდა კითხვა, მღვდელმთავარმა ხომ არ უკარნახა და ა.შ.. ამანაც განაპირობა. თან მოწმეც ვიყავი და იურიდიულად არ მქონდა უფლება. მეორე, ემოციურად მძიმე მდგომაროებაში გახლდით, ეს უნდა დამეძლია. ეს იყო ჩემთვის ცის ჩამოქცევა. ეს ყველაფერი იქნა დაძლეული. შევხვდით. ძალიან ემოციური შეხვედრა გვქონდა, ძალიან მძიმე“, - აღნიშნა მეუფე დიმიტრიმ.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი