უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 ივლისი, 2018 11:20
font-size

ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა - ბიძინა ივანიშვილი

ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, – განაცხადა პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“, ჭარბვალიანობასა და საბანკო რეგულაციებთან დაკავშირებით საუბრისას.

მისი თქმით, ის ჭარბვალიანობის პრობლემას ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს ძალიან ხშირად ახსენებდა.

„ეს იყო ძირითადი საკითხი, რაშიც შეიძლება ვთქვათ, რომ მე ყოფილ პრემიერ-მინისტრს ხშირად ვახსენებდი, რომ ბანკებმა გადაჭამეს, ორმა ბანკმა გადაჭამა მთელი ქვეყანა, ხალხი ბანკის ვალებიდან ვეღარ ამოდის და ეს არის არანორმალური“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისვე თქმით, ამ ვითარების ფონზე, „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ რენტაბელობის თვალსაზრისით, პირველ ადგილზე არიან. ამასთან, ბიძინა ივანიშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საბანკო ინსტიტუტი ძალიან მნიშვნელოვანია და მას მაქსიმალური მხარდაჭერა უნდა ჰქონდეს.

„ამ ფონზე, რომ ჩვენი ორი ბანკი – „საქართველოს ბანკი“ და „თიბისი ბანკი“ მსოფლიოში პირველ ადგილზე არიან რენტაბელობის მხრივ, საამაყოც შეიძლება იყოს ეს, მაგრამ ამავდროულად, საქართველოს მოსახლეობა თავისი შემოსავლის მესამედზე მეტს ბანკის პროცენტის მომსახურებაში იხდის, ეს არის უკვე სირცხვილი. ეს ორი კომპონენტი ერთად არის შეუთავსებადი. კარგია პირველი, თითქოს, საამაყოა, რომ ჩვენ რენტაბელური ბანკები გვაქვს და კარგი მოგება აქვთ. რა თქმა უნდა, ბანკებს უნდა გავუფრთხილდეთ, არ გაჩნდეს იმის განცდა საზოგადოებაში, რომ ბანკების წინააღმდეგი ვარ, პირიქით, აუცილებელი სტრუქტურებია, ჩვენ მას მაქსიმალური დახმარება უნდა აღმოვუჩინოთ და მე ამის მზაობაც გამაჩნია, მაგრამ რეგულაციები და კოორდინაცია მთავრობის მოვალეობაა და ეს უნდა მომხდარიყო დროულად“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა და აღნიშნა, რომ სწორედ ამან გამოიწვია ჭარბვალიანობის პრობლემები.
მისივე თქმით, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა ,,ერთ-ერთი ძირითადი და მძიმე შეკითხვა, რომელიც მას პირადად გიორგი კვირიკაშვილთან ჰქონდა.“

მისი თქმით, შეხვედრაზე გიორგი კვირიკაშვილი თავადაც იცავდა იმ პოზიციას, რომ ბანკებთან დაკავშირებით რეგულაციები უფრო ადრეც უნდა შემოღებულიყო.

„რახან ჭარბვალიანობა ახსენეთ, ვერ ავუვლი გვერდს და შევახსენებ ჩვენს ტელემაყურებელს, რომ ერთ-ერთი ძირითადი მძიმე შეკითხვა, რაც მქონდა კვირიკაშვილთან მე პირადად, ამ შეხვედრის დროს და შეიძლება ძირითადიც დავარქვათ მას, სწორედ ჭარბვალიანობას ეხებოდა. ეს არ იყო შეცდომა, მე მას ჩავუთვალე ეს გადაცდომად და თვითონაც იცავდა ამ პოზიციას, რომ უფრო ადრე უნდა შემოღებულიყო რეგულაციები ბანკებთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

როგორც პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ აღნიშნა, იუნისეფ-ის კვლევის შედეგები მისთვის ტრაგიკული იყო და ამ შედეგებში ჭარბვალიანობას ლომის წილი ჰქონდა.

„ჩვენ იუნისეფ-ის კვლევის შედეგები ვნახეთ, რაც ჩემთვის იყო, პირდაპირ ვიტყვი, ტრაგიკული. ახლა აღარ მინდა დავამძიმო ჩემი მდგომარეობა და ტელემაყურებელსაც მოვუყვე, ძალიან მძიმედ ვიყავი რამდენიმე დღე, როდესაც ვნახე, რომ საზოგადოების გარკვეულ ნაწილს პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემდგომ სიღარიბის ზღვარი გაუუარესდა და უარესი შედეგი მივიღეთ. ამაში ლომის წილი ჰქონდა სწორედ ჭარბვალიანობას. ხალხი იღებდა სესხს და არ იცოდა, როგორ მომსახურებოდა მას. ეს იყო ის, რასაც ორ წელიწადნახევრის განმავლობაში, რაც პრემიერ-მინისტრი გახლდათ გიორგი კვირიკაშვილი, თვე არ გავიდოდა, რომ მისთვის არ შემეხსენებინა“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე

30 სექტემბერი, 2025 , 15:09

გამორთეთ ტელევიზორები, გამოდით რუსთაველზე! - ამ გზავნილით მიმართავს “ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, პატიმრობაში მყოფი ლევან ხაბეიშვილი მოქალაქეებს, რომლის გზავნილი საპატიმროდან მისმ

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი

30 სექტემბერი, 2025 , 15:04

დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით მათიკაშ

მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა

30 სექტემბერი, 2025 , 11:07

მნიშვნელოვანია, რომ დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ, რათა საქართველოს მოქალაქეებს დემოკრატიული და ევროატლანტიკური განვითარების გზა დაუბრუნდეთ, - ამის შესახებ

სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა

30 სექტემბერი, 2025 , 09:44

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა. როგორც სალომე ზურაბიშვილი&nbs

ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი

29 სექტემბერი, 2025 , 16:50

მშვიდობიანი ცვლილებები ძალიან ბევრ ქვეყანაში მომხდარა, მათ შორის მოხდა ჩვენს რეგიონში, სამეზობლოში და საქართველოშიც! ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა! ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემ

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი

29 სექტემბერი, 2025 , 16:34

პირველ რიგში, გაფართოების პროცესი დამსახურებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ამიტომ, ის უნდა დაეყრდნოს ამ ქვეყნების მიერ გატარებულ რეფორმებს, - ამის შესახებ საფრანგეთის მინისტრმა ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადიმ ვარშა