უახლესი ამბები
- 30.09.2025 15:09ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
- 30.09.2025 14:44სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილი და მის დახმარებაში ბრალდებული შოთა ქარუმიძე საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დამნაშავედ ცნო და თითოეულს 4.5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- 30.09.2025 14:17არ ვარ დამნაშავე, მე ვარ გატაცებული და გატაცებული ადამიანის წინააღმდეგ დაწყებული გამოძიება ვერ იქნება სამართლებრივი - გიორგი ბაჩიაშვილი
- 30.09.2025 14:04პროკურატურამ ფულის გათეთრების ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
- 30.09.2025 13:35ჭუბერში, მდინარე ენგურში მანქანა გადავარდა - დაღუპულია ცოლ-ქმარი
- 30.09.2025 13:22ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე, რომეო მიქაუტაძე კვლავ პატიმრობაში რჩება
- 30.09.2025 13:01საქართველოს ბანკის სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში განხორციელებული პროექტები
- 30.09.2025 12:48ვასაჯაროვებთ გიორგი ჩიკვაიძის საკანში ვიდეომეთვალყურეობის შედეგად მოპოვებულ კადრებს - პენიტენციური სამსახური
- 30.09.2025 11:15„გირჩი - მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით დავაკავეთ - შსს
- 30.09.2025 11:07მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
არქივი
პოლიტიკა


ძალიან მეეჭვება, რომ ის ასეთ საქმეებში იყოს ჩართული - მირიან წიკლაური ივანიშვილსა და „ომეგაზე“ გამოქვეყნებულ ახალ ჩანაწერებზე
საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება-სოციალ-დემოკრატების“ წევრმა, მირიან წიკლაურმა ეჭვი გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ყოფილ პრემიერ ბიძინა ივანიშვილს უშუალოდ მიეღო მონაწილეობა „ომეგას“ საქმეში.
„რამდენადაც მე ვიცნობ ბიძინა ივანიშვილს, ის ნაკლებად რომ ჩართული იყოს ასეთ საქმეებში. ეს პირადად ჩემი აზრია, ჩვენი ნაცნობობა ამის საფუძველს მაძლევს, რომ საკმაოდ კარგად ვიცნობდე მას, მის ხასიათს და ძალიან მეეჭვება, რომ ის ასეთ საქმეებში იყოს ჩართული“, -განაცხადა დეპუტატმა და აღნიშნა, რომ ლევან ყიფიანმა განმარტება მანამდე გააკეთა, რომ ესეთი ჩანაწერები ურთიერთშეთანხმებით იწერებოდა.
დეპუტატ რომან კაკულიას თქმით, ჩანაწერების სერიალი არჩევნების შემდეგ დასრულდება და სწორედ ამის შემდეგ გააკეთებს ის შეფასებას.
„თითოეული სერიის შემდეგ კომენტარის გაკეთებას მირჩევნია, მთელი ფილმი ვნახო, რომელიც, ჩემი აზრით, დასრულდება არჩევნების შემდეგ, რომ შემდეგ გავაკეთო საერთო დასკვნა. ყოველი სერიალის შემდეგ დასკვნას პრინციპში არ გავაკეთებ და მერე მთლიანობაში ფილმს რომ ვნახავ მერე გავაკეთოთ დასკვნა“,-განაცხადა კაკულიამ.
„ომეგა ჯგუფის“ საქმეზე ახალი ჩანაწერები გამოქვეყნდა. საუბარია ე.წ. სარდაფის ეპიზოდზე. უწყვეტ ჩანაწერში ლევან ყიფიანი ფარცხალაძესთან მის დაპირისპირებაზე დეტალურად საუბრობს. ჩანაწერებიდან ასევე ირკვევა, რომ კონფლიქტის გარჩევა თავის თავზე ბიძინა ივანიშვილმა აიღო.
გარდა ამისა, ივანიშვილთან ერთად ფარცხალაძე-ყიფიანს შორის დაპირისპირების მოგვარებაში ჩართულები იყვნენ გიორგი გახარია, დავით მაღრაძე და ბიზნესმენი გიორგი რამიშვილი, იგივე ზარალა.
საკვანძო სიტყვები:

ლევან ხაბეიშვილი ხალხს მოუწოდებს და სთხოვს, რომ პულტიდან ამოიღონ ელემენტები, ყველამ გათიშოს ტელევიზორი და ყველა გავიდეს 4 ოქტომბერს რუსთაველზე
30 სექტემბერი, 2025 , 15:09
დაპირისპირებისთვის, ძალადობისთვის და ძალმომრეობისთვის ვინც ემზადება, ისინი სახელმწიფოსგან აუცილებლად სათანადო, ადეკვატურ და პროპორციულ პასუხს მიიღებენ - დავით მათიკაშვილი
30 სექტემბერი, 2025 , 15:04
მნიშვნელოვანია დიდმა ბრიტანეთმა გააგრძელოს და დააჩქაროს სანქციები ივანიშვილისა და მისი ელიტის წინააღმდეგ - თინა ბოკუჩავა
30 სექტემბერი, 2025 , 11:07
სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ჟან-ნოელ ბაროს და საფრანგეთის მინისტრს ევროპის საკითხებში, ბენჟამინ ჰადადის შეხვდა
30 სექტემბერი, 2025 , 09:44
ნუ გეშინიათ ცვლილებების - ყველაფერი მშვიდობიანად წავა, ხალხის ნებას ნებისმიერი მმართველი უნდა დაემორჩილოს - პეტრე ცისკარიშვილი
29 სექტემბერი, 2025 , 16:50

საქართველოს ქუჩებში, სადაც ბავშვები სამიზნედ ხდებიან, რადგან ისინი ევროპულ დროშებს აფრიალებენ - საფრანგეთის მინისტრი
29 სექტემბერი, 2025 , 16:34