უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

31 მარტი, 2018 13:30
font-size

ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით - თეა წულუკიანი

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯარო რეესტრის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც თავისი ყოფილი ხელმძღვანელის, პაპაუნა უგრეხელიძის მხრიდან სექსუალურ შევიწროებაზე ისაუბრა, ტყუილში დაადანაშაულა.

მინისტრის თქმით, ქალთა უფლებების დაცვა ტყუილზე არ უნდა იყოს დაფუძნებული. მან აღნიშნა, რომ სავარაუდო მსხვერპლმა რეაგირებისთვის მხოლოდ მას შემდეგ მიმართა, რაც უგრეხელიძემ თანამდებობა დატოვა.

„ძალიან სამარცხვინოა, როდესაც ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა ხდება ტყუილზე დაფუძნებით, ეს მე ბევრჯერ ვთქვი, კიდევ ერთხელ ვიტყვი. ჩვენ, ქალებს, გვაქვს ერთი მიზანი, ჩვენი უფლებების კიდევ უფრო გამყარება ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ ეს ბრძოლა ვერ იქნება წარმატებული, თუკი ჩვენ ვერ განვასხვავებთ ერთმანეთისგან შეურაცხყოფას, სექსუალურ შევიწროებას, ძალადობას – ვერბალურსა და ფიზიკურს. ამ ყველაფერს თუ ერთმანეთში ავურევთ, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა იქნება შეფერხებული, ხოლო თუ ტყუილით ვივლით წინ, ეს ბრძოლა იქნება წარუმატებელი.

მსხვერპლმა, რომელიც „რუსთავი 2“-ის ეთერში სახედაფარული მოგვევლინა, მე მომმართა რეაგირებისთვის იმ დღეს, როდესაც პაპუნა უგრეხელიძემ დატოვა სამსახური. შესაბამისად, მან იკადრა ტყუილი, როდესაც საზოგადოებას უთხრა, თითქოს, მე ვიცოდი ამის შესახებ და ვუთხარი, მერე რა მოხდა, ეს მხოლოდ ვერბალური ამბავია მეთქი. შესაბამისად, როდესაც ამხელა ტყუილს კადრულობს ე.წ. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, ეს ბრძოლა წინ ვერ წავა“, - განაცხადა მინისტრმა.

წულუკიანის თქმით, უგრეხელიძემ წარუდგინა მასალები, რომლებიც მის უდანაშულობას ამტკიცებს.

„როდესაც უგრეხელიძე დაბრუნდა მივლინებიდან, მან მოიტანა საქმის მასალები, რომელიც მე სხვაგვარად არ მექნებოდა, მაჩვენა, იქ დევს ექსპერტიზის დასკვნა სხვებს შორის, რომელიც ადასტურებს, რომ ის მისამართი, საიდანაც თითქოს გაიგზავნა უგრეხელიძის მხრიდან შეურაცხმყოფელი ფრაზები, მას არ უნდა ეკუთვნოდეს.

ამიტომაც დაველოდოთ სასამართლო განხილვის შედეგებს. რაც მთავარია, აღარასოდეს, მომავალში არცერთმა არ ვიკადროთ ტყუილი, რადგან ჩვენ, ქალებს, ტყუილი გვაყენებს ძალიან დიდ ზიანს ამ ბრძოლაში“,- განაცხადა წულუკიანმა.

საჯარო რეესტრის აწ უკვე ყოფილი ხელმძღვანელი პაპუნა უგრეხელიძე თანამშრომლებმა სექსუალურ შევიწროებასა და დისკრიმინაციაში დაადანაშაულეს. სამშაბათს უგრეხელიძემ თანამდებობიდან წასვლის შესახებ განაცხადა. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა კი მოთხოვნა დააკმაყოფილა.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი