უკან

პოლიტიკა

17 დეკემბერი, 2018 16:20
font-size

ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო, მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ - აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა როს უილსონმა გუშინ, პრეზიდენტის ინაუგურაციის დღეს მომხდარ დაპირისპირებაზე საუბრისას განაცხადა, რომ აშშ მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას, თუმცა ამ უფლებების განხორციელება წყნარად და მშვიდობიანად უნდა მოხდეს.

„რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, აშშ, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს სიტყვისა და შეკრების თავისუფლებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ იმას, რომ ამ უფლებების განხორციელება მშვიდად და მშვიდობიანად მოხდეს. ჩვენ ძალიან შეშფოთებული ვართ იმ კადრებით, რაც გუშინ იყო. მოვუწოდებთ სიმშვიდისკენ. არჩევნების შემდეგ საქართველომ უნდა განაგრძოს წინსვლა და იმუშაოს მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის ქვეყნისა და მისი მომავლის გაძლიერება“, - განაცხადა უილსონმა.

გუშინ გურჯაანში, ველისციხესთან „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნასა და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ, სადაც სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია იმართებოდა. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

პოლიციასა და მომიტინგეთა შორის რამდენჯერმა მოხდა შეტაკება. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა და პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს, ასევე მომიტინგეთა ნაწილმა სამარტალდამცველთა ავტობუსს ქვები დაუშინა.

ინაუგურაციის შემდეგ, აქციის მონაწილეებმა თბილისში პარლამენტთან გადაინაცვლეს, სადაც კარვები გაშალეს.

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა - შალვა პაპუაშვილი

26 აპრილი, 2024 , 12:11

ევროპარლამენტის რეზოლუციას არანაირი ძალა არ აქვს, გარდა იმისა, რომ ეს არის ქართველ ხალხზე თავდასხმა და კიდევ ერთხელ აჩვენეს საკუთარი სახე, რა დამოკიდებულება აქვთ ქართველი ხალხის მიმართ, – ამის შესახებ საქ

თქვენ და თქვენმა მთავრობამ არასწორ გზაზე გადაუხვიეთ, ბატონო პრემიერმინისტრო – იან კელი

26 აპრილი, 2024 , 11:57

კობახიძეს მცდარი შთაბეჭდილება შეექმნა, რომ ევროკავშირზე გზა ბუდაპეშტზე გადის, – ამის შესახებ აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი სოციალურ ქსელ X-ში წერს.  "ბუდაპეშტში, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონ

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება - ნიკა მელია

26 აპრილი, 2024 , 08:54

ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით მართავს რუსული ხელისუფლება, - წერს "ახალის" თანათავმჯდომარე ნიკა მელია ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციასთან დაკავშირებით. "ვეღარ ვივლით ევროპ

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი