უკან
არქივი
მსოფლიო
6 სექტემბერი, 2018 11:48
ძლიერი ტაიფუნის შემდეგ იაპონიას მიწისძვრა დაატყდა თავს
იაპონიის ჩრდილოეთ კონძულ ჰოკაიდოზე 6.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც მეწყერი გამოიწვია. დაიღუპა სულ მცირე, 8 ადამიანი, 40 კი დაკარგულად ითვლება.
მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე არ დაფიქსირებულა.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ გააფრთხილა მოსახლეობა ბიძგების შესაძლო განმეორების შესახებ და სიფრთხილისკენ მოუწოდა.
3 მილიონამდე სახლს ელეტროენერგია არ მიეწოდება.
მიწისძვრამდე იაპონიას ბოლო 25 წელიწადში ყველაზე ძლიერი ტაიფუნი ჯები დაატყდა თავს, რომელსაც 10 ადამიანი ემსხვერპლა და მოჰყვა დიდი ზიანი.