უკან

პოლიტიკა

24 იანვარი, 2022 16:03
font-size

ეკა ბესელია პრეზიდენტთან შეხვედრაზე: უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც უბრალოდ იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ

პრეზიდენტმა ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიანი ეროვნული თანხმობის პროცესში, იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ , - ამის შესახებ პარტია "სამართლიანობისთვის" ლიდერმა, ეკა ბესელიამ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„პრეზიდენტს სურდა, რომ ეს შეხვედრა ყოფილიყო სამუშაო პროცესის ნაწილი და მან ისაუბრა მის გეგმაზე, ხედვაზე ამ გრძელვადიან ეროვნული თანხმობის პროცესში, როგორ ხედავს შემდეგ ეტაპებს. უფრო ტექნიკური ხასიათის შეხვედრა იყო, სადაც უბრალოდ იდეები გავცვალეთ, მაგრამ უფრო მეტად მას მოვუსმინეთ. რაც გამოიკვეთა არის ის, რომ ეს იქნება საკმაოდ გრძელვადიანი და რთული პროცესი, რადგან მოიცავს პირველ რიგში ფაქტების და მოვლენების შეფასებას, დაწყებული პირველი პრეზიდენტიდან დამთავრებული დღევანდელ დღემდე და ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თემები და მოვლენები რომ გახდეს ამ შეფასების პროცესის ნაწილი. მეორე ის, რომ რაც შეიძლება მეტი ადმიანი იყოს ჩართული ამ პროცესში საზოგადოებისგან, რადგან საზოგადოებისგან იყოს მხარდაჭერილი პროცესი და მას ამის სურვილი აქვს.

უახლოეს დღეებში გამოგვიგზავნის საკითხებს, შემდგომ ალბათ, იქნება თემატური ჯგუფები და ამ ჯგუფებში იქნება სამუშაო პროცესი და საბოლოოდ დავინახავთ უკვე რა თემის პრიორიტეტიზაცია მოხდება. ეს ჯგუფები არ იქნება პარტიული ნიშნით იქნება თემატურად, ჯგუფებს ეყოლება მოდერატორები. დღეს და აი, ამ წუთას არსებული უმწვავესი საკითხები მოგვარდეს დღესვე, ამ ილუზიის შექმნა არ არის სწორი - ამ მოლოდინის შექმნა არ იქნება სწორი, რასაც მან ხაზი გაუსვა და თქვა. ამას აქვს უფრო გრძელვადიანი მიზანი, პირველ რიგში ფაქტების შეფასება და გამოსავლის ძიება, თუმცა ასევე, თქვა მან, რომ არ არის გამორიცხული ასევე შუალედში კონკრეტული საკითხებიც დადგეს მათ შორის, დღის წესრიგში.

დღეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე არ გვისაუბრია“, - განაცხადა ბესელიამ.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი