უკან
პოლიტიკა
17 იანვარი, 2020 14:24
ეკა ბესელია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში მონაწილეობს
პარლამენტის დამოუკიდებელი წევრი, პარტია „სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარე ეკა ბესელია მონაწილეობას იღებს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს მოსამართლეების არჩევის კომიტეტის სხდომაში, რომელიც პარიზში იმართება.
დღეს კომიტეტზე საფრანგეთის მთავრობის მიერ წარდგენილ სიას განიხილავენ.
ეკა ბესელია კომიტეტის ძირითად წევრად ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ არის არჩეული.