უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

20 თებერვალი, 2017 15:00
font-size

ეკლესიას დაფინანსება 25 მილიონიდან 50 -80 მილიონ ლარამდე უნდა გაეზარდოს - ირმა ინაშვილი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, პატრიოტთა ალიანსის ლიდერის ირმა ინაშვილის განცხადებით, მართლმადიდებელ ეკლესიას არათუ უნდა შეუმცირდეს, ან შეუწყდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, არამედ ორჯერ უნდა გაეზარდოს.

ამის შესახებ ინაშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში რესპუბლიკური პარტიის წევრების მიერ გაკეთებული შესაბამისი შინაარსის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.

ინაშვილი მიიჩნევს, რომ ეკლესიას მოსახლეობის 100%-ანი ნდობა აქვს, შესაბამისად, ხალხს აქვს უფლება მოითხოვოს მისი დაფინანსების გაზრდა.

„არ ვარ წინააღმდეგი, რომ ჩვენი ეკლესია დაფინანსდეს არა მარტო 25 მილიონი ლარით, რაც ძალიან ცოტა არის ეკლესიისთვის. 50 მილიონი, 80 მილიონი ლარი უნდა მიიღოს ბიუჯეტიდან ეკლესიამ. ეს ბიუჯეტის სულ რაღაც ნახევარი პროცენტია. ჩვენი ბიუჯეტი 10 მილიარდია. 3 მილიონი ვართ მართმადიდებლები. ჩვენი გადასახადიდან, სრული უფლება გვაქვს მოვითხოვოთ ეკლესიისთვის დაფინანსების გაზრდა და როდესაც რესპუბლიკური პარტია სვამს ამ საკითხს, ეს არის აბსოლუტური კომედია, იმიტომ, რომ პარტია რომელსაც ორი კაცი არ უცხადებს ნდობას ამ ქვეყანაში, ფინანსდება თვითონ ბიუჯეტიდან და ეს პარტია ითხოვს, რომ ეკლესიას, რომელსაც 100%-ანი ნდობა აქვს ჩვენი მოსახლეობის, შეუწყდეს თუ შეუმცირდეს დაფინანსება“,-აღნიშნა ინაშვილმა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი