უკან
პოლიტიკა
24 იანვარი, 2018 11:45
ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყების მართვას 80 ადამიანით ნაკლები დასჭირდება - დიმიტრი ქუმსიშვილი
პირველი ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ეკონომიკისა და ენერგეტიკის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ, უწყების მართვას დაახლოებით, 80 საშტატო ერთეულით ნაკლები დასჭირდება.
ჟურნალისტის კითხვაზე, გარდა ადამიანური რესურსისა, შეეხება თუ არა ოპტიმიზაცია ხელფასებს, ავტოპარკს, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, „ოპტიმიზაცია თავისთავში მოახდენს ამ ყველაფერს“.