უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 დეკემბერი, 2017 13:00
font-size

ელექტროენერგიაზე გადასახადი ისევ იზრდება - ენმ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ოთარ სირაძის განცხადებით, ელექტროენერგიაზე ფასები ისევ მოიმატებს. ტარიფების ზრდის მიზეზად მან ლარის გაუფასურება დაასახელა, რაც მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკით იყო გამოწვეული.

სირაძემ აღნიშნულის გამო მთავრობას მოუწოდა, გადახედოს 2018 წლის ბიუჯეტს და მოუმატოს პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველებს დახმარება, რადგან მისი აზრით, მათ „ყველაზე მეტად ტვირთად აწვება ეს პრობლემები“.

„ „ქართულმა ოცნებამ“ საახალწლო საჩუქარი გაუკეთა საქართველოს მოსახლეობას. ელექტროენერგიაზე გადასახადი ისევ იზრდება. ეს არის უშუალოდ მთავრობის დანაშაულებრივი პოლიტიკის შედეგი. ჩვენ მათ არაერთხელ ვაფრთხილებდით, რომ თუ არ გადადგამდნენ აუცილებელ ნაბიჯებს ეკონომიკის განვითარებისთვის, ლარი გაუფასურდებოდა და ის ნეგატიურად აისახებოდა როგორც ფასებზე, ასევე ტარიფებზე.

ლარის გაუფასურება არის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეკონომიკური პრობლემებისა, რომლებშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით და ეს ასევე არის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი, რომლის შეცვლასაც მთავრობა ჯიუტად არ აპირებს. ლარის გაუფასურებამ გამოიწვია საწვავის , მედიკამენტების, სურსათის, ასევე დენისა და გაზის ტარიფების ისტორიულ მაქსიმუმდე გაზრდა.

რაც ყველაზე საგანგაშოა, ეს პროცესი არის შეუქცევადი „ქართული ოცნების“ ხელისუფებაში არსებობის პირობებში და, ჩვენდა სამწუხაროდ, მოსალოდნელია, მომავალში როგორც ფასების , ასევე ტარიფების ზრდაც. ამ ფონზე კი მთავრობის პასუხი პენსიონერებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს, რომლებსაც ყველაზე მეტად მძიმე ტვირთად აწვება ეს პრობლემები, არის პენსიაზე და სოციალური შემწეობის ზრდაზე უარი, რაც ნიშნავს ამ ადამიანების ბედის ანაბარად მიტოვებას. ამიტომ კატეგორიულად მოვითხოვთ პრემიერ-მინისტრისგან, გარდა იმ აუცილებელი გადასადგმელი ნაბიჯებისა მთავრობამ გადახედოს ახალ ბიუჯეტს და 2018 წლის იანვრიდანვე მოხდეს როგორც პენსიების მინიმუმ 50 ლარით, ასევე სოციალური დახმარებების ზრდა“, -განაცხადა სირაძემ.

ანა მებურიშვილი

სანქციები ივანიშვილს, უვიზო რეჟიმის კრიტერიუმების შემოწმება და რუსული კანონის მიღების შემთხვევაში უარი მოლაპარაკებებზე - ევროპარლამენტმა საქართველოზე რეზოლუცია მიიღო

25 აპრილი, 2024 , 17:33

დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით. რეზოლუცია შეიცავს შესწორებებს, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდ

საქართველოს აუქმებს ივანიშვილი - ლევან ხაბეიშვილი

25 აპრილი, 2024 , 17:07

ევროპარლამენტის რეზოლუციის მიხედვით, „რუსული კანონის“ მიღების შემთხვევაში გადაიხედება ვიზალიბერალიზაცია, ევროკავშირი შეწყვეტს საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ივანიშვილი ხდის იძულებულს ჩვენს პარტნიორებს უმ

ეს რეზოლუცია არის წარმავალი ევროპარლამენტის წევრების ბოლო ბწკენა საქართველოს, ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი

25 აპრილი, 2024 , 16:10

ერთი წლის წინაც იყო რეზოლუცია და ზუსტად იგივე ჩანაწერი იყო ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებით, სამწუხაროდ, ეს ის ხალხია, ვინც ამ რეზოლუციის პროექტში აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ გამოყო, რა სანქციებზეა საუბარი, როცა

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგენენ მათ პოზიციებს - ლიეტუვის საელჩო

25 აპრილი, 2024 , 14:27

ბოლო ბრალდებების კონტექსტის გათვალისწინებით, რომელიც შეეხებოდა ევროპარლამენტის ლიეტუველი წევრის განცხადებებს, გვსურს, აღვნიშნოთ, რომ ევროპარლამენტის წევრები არ კოორდინირებენ თავიანთი წარმოშობის ქვეყნებთან და არ წარმოადგე

არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები - კახა კალაძე

25 აპრილი, 2024 , 14:18

„არავინ ეწევა ისეთ დისკრედიტაციას ევროპული მომავლის და ევროკავშირის, როგორც ეს კონკრეტული ევროპარლამენტარები“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით, ევროპარლა

ჩვენმა ისტორიამ გვასწავლა, რომ ქვეყნის ნებისმიერი ოკუპაცია დროებითია, თუ დამპყრობელი ხალხის იდენტობის მოშლას ვერ ახერხებს - ირაკლი კობახიძე

25 აპრილი, 2024 , 13:58

საქართველომ სარწმუნოებისთვის გადახდილ ყველა ბრძოლაში გაიმარჯვა, ქრისტიანობის დაცვა და შენარჩუნება შეძლო, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ უნგრეთში, „კონსერვატიული

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი