უახლესი ამბები
არქივი
პოლიტიკა


ელისო კილაძე პროკურატურის დაცვის პროგრამაზე უარს ამბობს
„ქრონიკა +“-ის რედაქტორმა ელისო კილაძემ უარი თქვა უმრავლესობის წევრ არჩილ თალაკვაძის შეთავაზებაზე, რომლის მიხედვით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შესაძლო პროვოკაციის გამო პროკურატურამ ჟურნალისტი დაცვის პროგრამაში უნდა ჩართოს.
„არჩილ თალაკვაძეს ჩემთვის დაცვის სპეციალური პროგრამა მოუთხოვია, ნაცები პროვოკაციებს მოუწყობენ და ხელისუფლებას დაგვაბრალებენო! განვმარტავ - უარს ვამბობ ხელისუფლების მხრიდან ყველა მსგავს შემოთავაზებაზე, არ მეშინია და არ ვსაჭიროებ არანაირ დაცვას. დაცვის სპეციალური პროგრამა შესთავაზეთ კორუმპირებულ, მექრთამე სუს-ის უფროსის მოადგილეს-თქვენი ხელისუფლების სახეს იოსებ გოგაშვილს !“, - დაწერა კილაძემ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე.
შეგახსენებთ, რომ უმრავლესობის წევრის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, შესაძლოა, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ სუს-ის უფროსის მოადგილის, სოსო გოგაშვილის დისკრედიტაციის მიზნით პროვოკაცია დაგეგმოს ელისო კილაძის წინააღმდეგ.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05