უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

3 აპრილი, 2018 17:50
font-size

EMC და სიფა ერთობლივი კვლევის „საგამოძიებო სისტემის ანალიზის“ პრეზენტაციას მართავენ

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) და „საქართველოს იურიდიული ფირმების ასოციაცია“ (სიფა) მართავენ ერთობლივი კვლევის პრეზენტაციას - „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“. კვლევაში შესწავლილია საგამოძიებო უწყებების ინსტიტუციური მოწყობა, გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხი, ინდივიდუალური გამომძიებლების კვალიფიკაციისა და მომზადების დონე, პროკურორის როლი და გამოძიების ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის საკითხები.

როგორც კვლევის ავტორები აცხადებენ, კვლევის ფარგლებში დამუშავდა რელევანტური ნორმატიული ბაზა, სხვა ქვეყნების სამართლებრივი სისტემები და გამოცდილება, აგრეთვე საქართველოში პრაქტიკის კუთხით არსებული ვითარება. პროექტის გუნდს კვლევის სრულყოფილად განხორციელებაში აგრეთვე ეხმარებოდნენ საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტები. დაახლოებით ერთ წლიანი კვლევის შედეგად, საგამოძიებო სისტემაში გამოიკვეთა შემდეგი გამოწვევები და პრობლემები:

კანონმდებლობა არასაკმარისად მიჯნავს ერთმანეთისგან საგამოძიებო და საპროკურორო ფუნქციებს;

კანონმდებლობით გამომძიებლისთვის და პროკურორისთვის მინიჭებული სტატუსები არის ბუნდოვანი და წინააღმდეგობრივი;

პრაქტიკაში კვლავაც არსებობს ე.წ. წინასაგამოძიებო მოკვლევის ეტაპი, რომლის ფარგლებშიც არსებული საპროცესო სტანდარტების უგულებელყოფით მიმდინარეობს საქმისთვის მნიშვნელოვანი გარემოებების შესწავლა;

დანაშაულის სტატისტიკა არამართლზომიერ გავლენას ახდენს დანაშაულის რეგისტრაციასა და გამოძიების დაწყებაზე;

გამოძიების პროცესში, გამომძიებელი სრულად არის დამოკიდებული საქმის პროკურორზე და მის მითითებებზე;

პროკურორები სარგებლობენ ფართო უფლებამოსილებით, მოახდინონ გავლენა გამოძიების პროცესზე და მისცენ მას კონკრეტული მიმართულებები, ან უშუალოდ აწარმოონ გამოძიება სრული მოცულობით;

მთავარ პროკურორს უფლება აქვს, ქვემდებარეობის წესების უგულებელყოფით საქმე ერთ უწყებას ჩამოართვას და გამოსაძიებლად გადასცეს მეორეს;

ზოგიერთ საგამოძიებო უწყებაში გამომძიებლის სამსახურში აყვანის წესები არის ხარვეზული, აგრეთვე არ არსებობს გამომძიებლად მუშაობის ერთიანი სავალდებულო პროფესიული მოთხოვნები, რაც განაპირობებს გამოძიების ხარისხის პრობლემებს.

კვლევის ავტორები ასევე წარმოადგენენ საკუთარ ხედვას საგამოძიებო სისტემის ფუნდამენტურ ცვლილებასთან დაკავშირებით. კვლევაშია განხილულია ის ნაბიჯები, რომლის გადადგმაც აუცილებელია დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი გამოძიების ჩატარებისთვის.

კვლევის პრეზენტაციას დაესწრებიან სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები, საპარლამენტო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, სახალხო დამცველის ოფისი, საერთაშორისო ორგანიზაციების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

15 პარტნიორი უნივერსიტეტი, 140-მდე სტიპენდიატი - საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამის გამარჯვებულები ცნობილია

26 აპრილი, 2024 , 18:10

ნიჭიერი და მიზანდასახული სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ, მიიღონ ხარისხიანი ცოდნა და გამოავლინონ საკუთარი პოტენციალი, საქართველოს ბანკი განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს.  სწორედ

ევროპაში არის სერიოზული პრობლემები პროპაგანდის კუთხით, რაც სერიოზულ პრობლემებს იწვევს, მათ შორის დემოგრაფიულ პრობლემებს - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 16:13

როდესაც ევროპარლამენტი დაჟინებით მოგვიწოდებს, რომ ხელი შევუწყოთ იმ ტენდენციებს ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ასე მძიმედ ევროპულ საზოგადოებებს უკვე ეტყობა, ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი - ჩვენ გვინდა ჩვენი ღირებულებებით,

თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი

26 აპრილი, 2024 , 14:12

დღეიდან, ზესტაფონის შემოვლითი გზის გახსნის შემდეგ, თბილისიდან-ბათუმამდე მგზავრობა 3 საათსა და 30 წუთში იქნება შესაძლებელი. რიკოთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე ზესტაფონის

საქართველოს მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა - საქსტატი

26 აპრილი, 2024 , 12:59

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 694.6 ათასი კაცი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 1.1 პროცენტი

The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

26 აპრილი, 2024 , 12:54

საერთაშორისო გამოცემა The Digital Banker-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების (Digital CX) მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში.  „ეგრევე“ - მომენტალური გადარიცხვა, თამაში, სა

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებს აფართოებს

26 აპრილი, 2024 , 11:41

საქართველოს ბანკი ბიზნესების განვითარებას და გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, G&A ჯგუფი საწარმოო ხაზსა და სიმძლავრეებსაფართოებს. პროექტის ჯამური ღირებულება 1

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი