უახლესი ამბები
- 09.12.2019 17:05ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
- 09.12.2019 17:05ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი
- 09.12.2019 16:53ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი
- 09.12.2019 16:35თამბაქოს მაფია - ხელისუფლებამ თუთუნის ბაზარზე ვანო ჩხარტიშვილი მონოპოლისტი გახადა
- 09.12.2019 14:10სათამაშო ბიზნესში „პასუხისმგებლიანი თამაში“ ინერგება
- 09.12.2019 13:55მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა
- 09.12.2019 13:55სოფელ დირბში მკვლელობის ფაქტზე მოკლულის ნათესავი დააკავეს
- 09.12.2019 12:45პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 13.7 პროცენტით გაიზარდა
- 09.12.2019 12:45ანა დოლიძე ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ფასების შესწავლას ითხოვს
- 09.12.2019 12:45პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია
არქივი
პოლიტიკა

ენმ ქუთაისის მერიისთვის ავტომანქანების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებს
“ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერიისთვის ავტომანქანების შესაკეთებლად ბიუჯეტიდან თანხის გამოყოფას აპროტესტებს.
პარტიის წევრების ინფორმაციით, ქუთაისის მერიას მის ბალანსზე მყოფი ავტომანქანების შესაკეთებლად 340 000 ლარის გამოყოფა აქვს დაგეგმილი.
მათივე განცხადებით, მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა და გამარჯვებულიც გამოავლინა. ქუთაისის მერია 440 ათას ლარს საწვავში დახარჯავს. ეს ხარჯი მთლიანობაში 800 ათას ლარს აღწევს, რაც როგორც ენმ-ში აცხადებენ, საბავშვო ბაღის პედაგოგებისთვის ხელფასის 100 ლარით გასაზრდელად საკმარისი თანხაა.
„ნაციონალური მოძრაობა“ მოუწოდებს ქუთაისის მერიას გააუქმოს ტენდერი და ძვირადღირებული ავტოპარკი, რამდენიმე ჰიბრიდული ავტომობილით ჩაანაცვლოს.
„მიგვაჩნია, რომ დღეს ქუთაისის მერიის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის სავსებით საკმარისია რამდენიმე ჰიბრიდული სისტემის ეკონომიური წვის ავტომანქანის ყოლა, რომლითაც მერიის თანამდებობის პირები ისარგებლებენ საჭიროებისთვის. რა თქმა უნდა, ეს გააბრაზებს მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც სარგებლობენ ამ ავტომანქანებით, მაგრამ მათი დიდი ნაწილი აიპებში და სხვადასხვა სამსახურში არიან მაინც დასაქმებულები და ეს როგორღაც კომპენსირებას გაუკეთებს მათ ამ გაბრაზებას,“ - განაცხადა ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, გიგა შუშანიამ.
დღეს მდგომარეობით ქუთაისის მერიას 70, მათ შორის 6 მაღალი გამავლობის ავტომანქანა ჰყავს.
საკვანძო სიტყვები:

ფინანსთა სამინისტროს და მთლიანად მთავრობის ამოცანაა ქვეყანაში იყოს ძლიერი ბიზნესი, რომელიც შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს - გიორგი გახარია
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ფისკალური მდგრადობა ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 17:05

ჩვენი ამოცანაა, სახელმწიფო ინვესტიციების ეფექტური მართვა - ივანე მაჭავარიანი
9 დეკემბერი, 2019 , 16:53

ვუბრუნდებით რეალურ საკითხებს, რაზეც შეთანხმების მიღწევა შესაძლებელია-არჩილ თალაკვაძე
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

გიორგი კახიანი პროპორციულ სისტემაზე - ჩვენ უნდა გადავდგათ ნაბიჯი იმ გათვლით, რომ რისკებს დავძლევთ
9 დეკემბერი, 2019 , 12:45

„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის სხდომა დაინიშნა
9 დეკემბერი, 2019 , 12:05