უკან

პოლიტიკა

6 დეკემბერი, 2019 10:50
font-size

ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება - ნინო ბურჯანაძე

„ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მოსკოვში ყველა შეხვედრაზე ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხზე ისაუბრა.

როგორც ბურჯანაძე საქართველოს პირველ არხთან სატელეფონო საუბარში ამბობს, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართა თხოვნით, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ ამ პროცესში, რათა ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს.
„რა თქმა უნდა, ყველა შეხვედრაზე, რომელიც მქონდა, მათ შორის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ბუნებრივია ვისაუბრე ვაჟა გაფრინდაშვილის თემასთან დაკავშირებით. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ცხადია როგორც ამას აკეთებს ხოლმე დიპლომატიური უწყება, გააკეთა ძალიან მოკლე განცხადება შეხვედრასთან დაკავშირებით და ჩემის აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი ძირითადი გზავნილიც დააფიქსირა. რაც შეეხება ვაჟა გაფრინდაშვილის თემას, ერთმნიშვნელოვნად შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა შეხვედრაზე ვისაუბრე ამ თემასთან დაკავშირებით. ხვალაც ვაპირებ შემდგომ შეხვედრებზე საუბარს. მივმართე თხოვნით რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ მაქსიმალურად ჩაერთონ იმ პროცესში, რომ ხელი შეუწყონ ვაჟა გაფრინდაშვილის რაც შეიძლება სწრაფად გათავისუფლების პროცესს. მინდა დიდი სიამოვნებით გითხრათ, რომ ვარ ძალიან იმედიანად ამ შეხვედრების შემდეგ, რადგან ნამდვილად შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ არა მარტო ადამიანური თანაგრძნობა და შეწუხება დავინახე ამ საქმესთან დაკავშირებით, მით უფრო როდესაც საქმე ექიმს ეხება, არამედ პოლიტიკურადაც ძალიან ნათლად ესმის რუსეთის ხელისუფლებას, რომ მათი მხრიდან ამ პროცესისთვის და დაჩქარებისთვის ხელის შეწყობა არის ძალიან მნიშვნელოვანი“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

კითხვაზე, რაში გამოიხატებოდა რუსეთის ხელისუფლების შეწუხება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და იყო თუ არა ვადებზე საუბარი, თუ როდის გათავისუფლდება ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, ბურჯანაძე პასუხობს, რომ უკანონოდ დაკავებულ ექიმს საპატიმროდან მალე გამოუშვებენ.

„მე დრო და საათი ახლა რომც ვიცოდე ზუსტად, მაინც არ გეტყვით და არ დავიწყებდი ახლა ამაზე საუბარს. შემიძლია, გითხრათ, რომ ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ძალიან მალე გათავისუფლდება. ამ წუთისთვის სწორედ ეს განწყობაა და მაქსიმალური ხელშეწყობა ამისთვის“,- განაცხადა ბურჯანაძემ.
ამასთან, ბურჯანაძის თქმით, რუსეთის პოზიციაა, რომ პოლიტიკური კრიზისი საქართველოში არის საქართველოს საშინაო საქმე და მოსკოვი ამ საკითხებში ჩარევას არ აპირებს.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს. მე როდესაც მოსკოვში ვარ, ან ნებისმიერ სხვა ადგილზე, ყოველთვის ვაყენებ იმ საკითხებს, რაც საქართველოს სახელმწიფოსათვის არის მნიშვნელოვანი. ამიტომ, ბუნებრივია, საკითხი შეეხო რუსულ-ქართული ურთიერთობის ყველა მტკივნეულ პრობლემას, მათ შორის, რა თქმა უნდა, კონფლიქტების პრობლემასაც. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ რუსეთიდან, ისევე როგორც მსოფლიოს ნებისმიერი დედაქალაქიდან, ხედავენ იმ კრიზისს, რაც საქართველოში ახლა არის – პოლიტიკური კრიზისი და ერთმნიშვნელოვნად დაფიქსირდა, რომ ეს არის საქართველოს საშინაო საქმე და, რა თქმა უნდა, რუსეთი ამ საკითხებში ჩარევას არანაირად არ აპირებს. რუსულმა მხარემ გამოხატა სურვილი, რომ ნებისმიერი პრობლემა საქართველოს შიგნით გადაწყვეტილიყო დიალოგით, თუმცა ეს მათ არ ეხებათ, რადგან ეს არის საქართველოს საშინაო საქმეები“,- განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე ინფორმაციით, შეხვედრები 6 დეკემბერსაც გაგრძელდება.
„იქნება შეხვედრა გრიგორი კარასინთან, ასევე 16:00 საათზე იქნება დუმაში შეხვედრა რუსეთის დუმის პირველ ვიცე-სპიკერთან. ვიზიტი 6 დეკემბერს სრულდება“,- აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სერგეი ლავროვის მოადგილის, ანდრეი რუდენკოსა და „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნინო ბურჯანაძის შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. როგორც რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მხარეებმა რუსულ-ქართული ურთიერთობების მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსულმა მხარემ საქართველოსთან ურთიერთობების ნორმალიზებაზე თავისი დაინტერესება დაადასტურა, მათ შორის იყო ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის შესაძლო აღდგენის საკითხიც.

ინფორმაციას საქართველოს პირველი არხი ავრცელებს.

ჩვენი გზა უნდა მიდიოდეს ევროპაში ორივესი ერთად, მაგრამ რუსეთისკენ მიდიხართ, რუსეთში მიგვათრევთ - ლილე ლიპარტელიანი `ოცნებას`

26 აპრილი, 2024 , 18:36

ხმაური თბილისის საკრებულოში - თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლილე ლიპარტელიანმა საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას "ოცნებას" პირდაპირ უთხრა, რომ რუსეთისკენ მიექანე

28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა - ლევან ხაბეიშვილი

26 აპრილი, 2024 , 17:33

პულტები უნდა გადავდოთ, ტელევიზორები უნდა გამოვრთოთ და უნდა გვესმოდეს, რომ 28 აპრილს თითოეული ქართველის ადგილი რუსთაველზეა იმისთვის, რომ საკუთარი აზრი დააფიქსიროს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის&

მინდა ვთხოვო და მოვუწოდო ყველა მასწავლებელს - უთხრან არა საქართველოს რუსიფიკაციას და ევროკავშირისგან დაშორებას - ნანა ტოხვაძე

26 აპრილი, 2024 , 15:32

რთულია რეჟიმთან ბრძოლა, ტოტალურ კონტროლსა და წნეხში სიმართლის დაცვა, მაგრამ მერწმუნეთ, თავისუფლების დაკარგვა უფრო რთული იქნება, - ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” განათლების მიმართულების ხელმძღვანელ

30 წელი მივდიოდით ერთი მიმართულებით და ახლა აღმოჩნდა, რომ უნდა წავიდეთ სხვა მხარეს, რაც, ჩემი აზრით, არ წაადგება ჩვენი ქვეყნის პერსპექტივებს - თედო ჯაფარიძე

26 აპრილი, 2024 , 15:19

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა და ქართული ოცნების სიით, პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის ყოფილმა თავმჯდომარემ თედო ჯაფარიძემ ნეტგაზეთთან ინტერვიუში განაცხადა, რომ მაშინ როცა ქვეყა

პოლიტიკური პარტიები საერთო სიაზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც შეიქმნება ნეიტრალურ პრინციპებზე, შემთხვევით შერჩეული ნომრით - მიხეილ სააკაშვილი

26 აპრილი, 2024 , 15:07

ხელისუფლება უნდა გადაიბაროს ამ ახალმა თაობამ, რომელიც ჩემი შეფასებით, სრულად მზად არის ამისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს. „ახლა მთავარია ერთობა. რას ნ

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი - ირაკლი კობახიძე

26 აპრილი, 2024 , 14:49

ევროპარლამენტის რეზოლუცია არის 2022 წლის პროცესის გამეორება, მომხდარიყო რევოლუცია, თუმცა ხალხზე მუქარამ არ გაჭრა და მივიღეთ კანდიდატის სტატუსი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი